მარიხუანას დეკრიმინალიზაცია ჩვენთვის მნიშვნელოვანი თემაა, რადგან რეზონანსულია და ამ თემაზე აპელირება ადამიანების ყურადღებას იპყრობს. ადამიანთა ყურადღება კი მნიშვნელოვანია, რადგან ამის გარეშე რაიმეს შეცვლა წარმოუდგენელია.
ჩემი აზრით, ადამიანს აქვს უფლება თავად განსაზღვროს რა არის მისთვის საზიანო, აწონ-დაწონოს ალტერნატივები და გადაწყვეტილებაც მიიღოს. აქედან გამომდინარე მარიხუანის მოხმარების აკრძალვა და ამისთვის დასჯა გაუმართლებლად მიმაჩნია.
მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოწინააღმდეგებს აჩემებული აქვთ - თუ დეკრიმინალიზაცია მოხდა, მოხმარება კატასტროფულად გაიზრდება, მომავალი თაობა გაიხრწნება და გაუბედურდებაო. მომავლის ასეთი სცენარი გამორიცხული არაა და მას ნამდვილად აქვს არსებობის უფლება, თუმცა შევეცდები დავასაბუთო, რომ ქართულ საზოგადოებას შეუძლია მარიხუანის ლეგალიზაციაც კი გადახარშოს, ისე რომ მოხმარება არ გაიზარდოს.
ადამიანი სოციალური არსებაა და მასზე გარემოში არსებული უამრავი ფაქტორი მოქმედებს. ჩვენი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე გავლენა აქვთ ახლობლებს, საყვარელ ადამიანებს თუ სხვა ავტორიტეტულ ადამიანებს. ცნობილია, რომ ქცევა რთული ფენომენია და მას რამდენიმე წინამძღვარი აქვს - მაგ: აზრი, ემოცია, დამოკიდებულება. ამიტომაც, უკეთესი იქნება ქცევის გამომწვევ ფაქტორებს ვებრძოლოთ და არა ქცევის შედეგს - უმჯობესია ბავშვს ჩამოვუყალიბოთ უარყოფითი დამოკიდებულება მარიხუანის მიმართ, ვიდრე მარიხუანის მოხმარების გამო ციხეში ჩავსვათ და გავუჩინოთ მოტივი - აგრესიულად განეწყოს გარემომცველი სამყაროს მიმართ.
რატომ არ ეწევიან პროფესორები, ადვოკატები ან მოცეკვავეები მარიხუანას ( საუბარია ზოგად სურათზე და არა გამონაკლისებზე ) ? ისინი მიეკუთვნებიან ისეთ სოციალურ ჯგუფებს, რომლებშიც მარიხუანას მოხმარება არანორმალურად ითვლება.
ერთი ფაქტორი, რატომაც ადამიანმა შეიძლება მარიხუანის მოწევა დაიწყოს სოციალურ ჯგუფებს უკავშირდება. ჯგუფური ნორმები ადამიანებზე დიდ გავლენას ახდენენ. მაგალითად: წარმოვიდგინოთ სკოლა, სადაც არსებობს მოზარდთა ჯგუფი, რომელსაც თავისი ნორმები და კანონები აქვს. მათში მიღებულია გინება, გაკვეთილების გაცდენა კარგ ტონად ითვლება, ეწევიან სიგარეტს და ა.შ. თუკი ახლადგადმოსულ ბავშვს მათთან მეგობრობის სურვილი გაუჩნდება ( იგულისხმება, რომ ასეთი ერთობები სკოლაში ელიტურია ), ის მათთან ურთიერთობას ვერ ააწყობს, თუ ამ ჯგუფში არსებულ ნორმებს არ დაემორჩილა ანუ დაიწყებს მოწევას, გააცდენს გაკვეთილებს და დაიწყებს გინებას. გარკვეულ სტადიაზე, როდესაც ჯგუფის ლიდერი მარიხუანის დაგემოვნების იდეას წამოაყენებს, უმრავლესობა დაეთანხმება, ხოლო ვინც არ დაეთანხმება - გაჩუმდება. როდესაც სოციალურ როლს იღებთ, ან სოციალურ ნორმას ემორჩილებით, მაშინ სოციალური მოლოდინების მიმართ, გარკვეულწილად, კონფორმულობას იჩენთ. კონფორმულობა ადამიანებისთვის დამახასიათებელი ტენდენციაა, დაეთანხმონ ჯგუფის წევრების ქცევებსა და შეხედულებებს. სოციალური ფსიქოლოგები, განიხილავენ ორი ტიპის ძალას, რომლებსაც კონფორმულობამდე მივყავართ. ესენია:
ინფორმაციული გავლენის პროცესები - მოცემულ სიტუაციაში კორექტულად, სწორად და სიტუაციის შესაბამისად მოქცევის სურვილი.
ნორმატიული გავლენის პროცესები - გარშემომყოფთაგან მოწონების, აღიარებისა და მიღების სურვილი.
მეორე ფაქტორი შესაძლოა მცდარი წარმოდგენა გახდეს. მსგავსი სიტუაციებისათვის შეიძლება გამოდგეს ტერმინი ქცევითი დადასტურება – როცა ადამიანს მცდარი წინასწარი განწყობა აქვს სხვა ადამიანისა თუ ჯგუფის მიმართ, შესაბამისად იქცევა და საპასუხო რეაქციებსაც შესაბამის ინტერპრეტაციას უკეთებს. მაგალითად: ვიღაცა მგონია მარიხუანას მომხარებელი, ამიტომ შესაბამისად მიმყავს კომუნიკაცია, ისიც, ჩემი ქცევით გაკვირვებული,მოსალოდნელად მპასუხობს, რასაც ჩემი წინასწარი განწყობის დადასტურებად ვთვლი - სავსებით შესაძლებელია არცერთი არ ვეწეოდეთ, მაგრამ მოვწიოთ, რადგან გვეგონოს რომ მეორე სუბიექტისთვის ეს ქცევა ნორმალურია.
კიდევ მრავალი ასეთი ფაქტორის მოყვანა შეგვიძლია, თუმცა ვერ მოვიყვანთ ისეთ გარემოებას, სადაც ქცევის განხორციელებას სხვისი ზემოქმედება არ უწყობდეს ხელს ( სოციუმისგან მოწყვეტილ ადამიანებზე დაკვირვების საშუალება არ გვაქვს ). ცხადია, რომ შესაძლებელია უკუმოქმედებაც ანუ ადამიანზე ისეთი მენტალური ზემოქმედება ( რჩევა, თხოვნა ), რომელიც მას მარიხუანას მიმართ ძლიერ და უარყოფით ატიტუდს (დამოკიდებულებას ) ჩამოუყალიბებს. ხოლო ძლიერი ატიტუდის არსებობის შემთხვევაში, დიდი ალბათობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესეთი დამოკიდებულება ქცევის განსაზღვრელი იქნება.
მსჯელობიდან გამომდინარე, მარიხუანას დეკრიმინალიზაცია - საზოგადოების პასუხისმგებლობის საკითხია. თუ ვამბობთ, რომ დეკრიმინალიზაცია მომხარებას აუცილებლად გაზრდის, მაშინ ვგულისხმობთ რომ ერთმანეთზე ზრუნვა არ გვინდა ან გვეზარება.
ახლა კი, მგონი ადვილია პასუხი გავცეთ შეკითხვას - რატომ არ ვსუნქავთ წებოს - იმიტომ რომ წებოს სუნთქვა თითქმის არცერთ სოციალურ ჯგუფში ნორმა არაა, მისი მოხმარება სირცხვილია და საზოგადოებისგან გარიყულობაზე მიუთითებს, მოხმარების შემთხვევაში დაგცინებენ და ა.შ. მარტივია არა?
გაწეული დახმარებისათვის, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ბატონ გაგა ნიჟარაძეს.
გამოყენებული ლიტერატურა:
Mastering Social Psychology
Robert A. Baron,
Donn R. Byrne,
Nyla R. Branscombe.
Nyla R. Branscombe.
Psychology and Life ( 16th ed. )
Richard Gerrig
Philip Zimbardo
(c) საბა ჯაჯანიძე,დურუ მახარაძე 2011 წ.
კარგია ბიჭებო მომწონს :)
ReplyDeletekargia !!!!!!!!
ReplyDeletesaintereso iyo dzalian!!!
ReplyDeleteΜany other TENЅ units toll moге than $200 sоmе аre гegulаr
ReplyDelete$400 oг moгe than, but the aurawavе cοmes
in. Many other ΤENЅ units prісе more thаn $200 some arе regular
$400 oг moгe than, but the aurawаvе
anԁ its mіght as a TEΝS device if you are suffering fгom аny character of center problems.
Check out my web ρаge; aurawave review
So, what precіsеlу іs aurawavе anywаys, and and
ReplyDeleteso рaу for thе succesѕ
that it's one of the near debilitating sensations that we happen in aliveness.
my blog post :: http://wiki.liqd.net