Saturday, April 2, 2011

ავკრძალოთ სექსი და მისთანები!

მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, ვწუხვარ საქართველოსა და მსოფლიოში შექმნილ ვითარებაზე. ქვეყნიერებაზე არსებული მდგომარეობა, ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანებმა არ იციან რა უნდათ (?) და არ ესმით რა სჭირდებათ! (?) აქედან გამომდინარე, მცოდნენი (?) უნდა დავსხდეთ და მივუთითოთ მათ - რა აკეთონ, რა არ აკეთონ (?) და ა.შ.
გლობალური ხასიათის პრობლემა გახლავთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გავრცელების მასშტაბები. თუ სტატისტიკას გადავხედავთ, მიხვდებით რომ თვალთა დახუჭვა და ყურთა მოყრუება არ შეგვიძლია (?) და ჩვენი მოქალაქეობრივი შეგნება მოქმედებისაკენ (?) მოგვიწოდებს!
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (სგგდ) არის დაავადებები, რომლებიც უპირატესად ვრცელდება ვაგინალური, ანალური ან ორალური სქესობრივი კავშირით. აღნიშნული ინფექციები უფრო ხშირად ორგანიზმის იმუნიტეტის დაქვეითების შემთხვევაში ვითარდება. არ არსებობს მათი საწინააღმდეგო ვაქცინა. ისინი იწვევენ ისეთ სერიოზულ გართულებებს, როგორებიცაა მხედველობის დაკარგვა, უნაყოფობა და სიკვდილი. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (სგგდ) ვრცელდება ძალიან სწრაფად; ყოველწლიურად უამრავი ადამიანი ინფიცირდება და უმეტეს შემთხვევაში მათი ასაკი არ აღემატება 30 წელს.
გადაცემის გზები:
დაუცველი სქესობრივი კავშირი (პრეზერვატივის გარეშე)
დაავადებულთან მჭიდრო საყოფაცხოვრებო კავშირი
ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) გამოწვეული ინფექციის/შიდსის, სიფილისის, B და С ჰეპატიტის შემთხვევაში, ინფიცირებული სისხლი
დაავადებული დედა (ინფექცია გადადის ნაყოფზე და ახალშობილზე) ( წყარო )
იმის უკეთ წარმოსადგენად, თუ რამდენად საგანგაშოა შექმნილი ვითარება თანამედროვე მსოფლიოში, გთავაზობთ სტატისტიკურ მონაცემს: თუ UNAIDS-ს დავუჯერებთ, 2009 წლის ბოლოსკენ HIV/AIDS-ით დაავადებულთა რაოდენობამ 33.3 მილიონი შეადგინა ( აქედან 2.5 მილიონი ბავშვია ) ( წყარო )
რაღა თქმა უნდა, ყველანი ვთანხმდებით რომ სგდდ პრობლემაა და მისი პრევენციისთვის შესაბამისი ზომების მიღებაა საჭირო. ფაქტია, (?) რომ მხოლოდ მოწოდებებითა და უსაფრთხო სექსის აგიტაციით შედეგს ვერ ვაღწევთ. ამიტომაც ნაცად ხერხს მივმართოთ და დაუცველი სექსი ავკრძალოთ! (?)
მაგალითად: ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც პრეზერვატივის გარეშე სექსში შემჩნეული იქნება 500 ლარით დავაჯარიმოთ! ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი ასეთი საქციელი ხელახლა განმეორდება - დამნაშავე (?) ციხეში ჩავსვათ! რატომაც არა - ასეთების მომრავლება მაგალითი იქნება მომავალი თაობებისთვის და მათ გახრწნის პროცესს დააჩქარებს! (?) თუ ვინმე თავის მოკვლის მცდელობაში შემჩნეულ იქნება, მას უნდა დავაკისროთ ადმინისტრაციული ჯარიმა, ვთქვათ - 10 000 ლარის ოდენობით და თუ ვერ გადაიხდის ციხეში ჩავსვათ.  
წინა აბზაცში გამოთქმულ მოსაზრებას ბევრი სისულელედ შერაცხავს და იტყვის: გაურეკიათო! მაგრამ, საკმარისია „პრეზერვატივის გარეშე სექსი“ „მარიხუანის მოხმარებით“ ჩავანაცვლოთ და იგივე ხალხი, იტყვის რომ მარიხუანის მოხმარება ამორალური საქციელია და ა.შ.
ასაკრძალავ პროდუქტების/ქმედებების სიაში, სექსს უმნიშნველო ადგილი უკავია. აუცილებლად უნდა ავკრძალოთ ისეთი, ჯანმრთელობისათვის და/ან ქართული საზოგადოებისათვის მავნე პროდუქტები და/ან ქცევები როგორებიცაა: თამბაქო, ალკოჰოლი, ცხიმიანი საჭმელები, მარილი ან ცუდი სიტყვების წარმოთქმა, ეროტიკული ფილმების ნახვა, დაუბანელი ხელებით ჭამა და ა.შ.
როდესაც პიროვნება მსგავსი სახის მოთხოვნებით გამოდის, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ პიროვნებას საუკეთესოდ ესმის და ხედავს საზოგადოებრივ, მეტიც - ზოგადსაკაცობრიო, პრობლემებს (?) და მას, როგორც განათლებულ ადამიანს და სხვებზე მეტად მცოდნეს, უფლება აქვს დააწესოს შეზღუდვები ან გასცეს რეკომენდაციები სხვათა ცხოვრების მოწყობის შესახებ.
ჩვენში ასე პოპულარული ბრძნადმეტყველების ნიმუში კი გვეუბნება: „ყველამ თავის ბოზ მამიდას მიხედოსო!“
ქართულ ლოგიკის ფარგლებში რომ ჩავჯდე, ასეთ მაგალითს გთავაზობთ: თვით ღმერთიც კი - თავისუფალი ნების მინიჭებით, უარს ამბობს ადამიანების მარიონეტებივით მართვაზე და ადამიანებს საკუთარი ცხოვრების ისეთნაირად მოწყობის საშუალებას გვაძლევს, როგორც ეს ჩვენ გვსურს. აი სატანა კი, სიკეთის გაკეთებას გვიშლის და სხვადასხვა ქმედებებში გვზღუდავს!
აბა ქართველნო - ჩვენ რომელს დავუჯეროთ, რომელს მივბაძოთ?
ავრკძალოთ სექსი და მისთანები?

* სიმბოლო (?) - აღნიშნავს WTF - ს

(c) საბა ჯაჯანიძე 2011 წ. 

16 comments:

  1. akrdzalet seqsi da quchashi marto garyvnilebi ro iqnebian mere naxavt :D

    ReplyDelete
  2. საბა ჯაჯანიძეApril 2, 2011 at 8:48 AM

    ძვირფასო ანონიმურო მკითხველო,

    ჩვენი კლუბის მიზანი, სწორედაც რომ, აკრძალვების წინააღმდეგ ბრძოლაა :)

    ReplyDelete
  3. ივანე კოპაძეApril 2, 2011 at 10:10 AM

    ალბათ ამას თუ მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მომხრე წაიკითხავს გაეცინება, მე კი რატომღაც არა. იუმორის ოკეანეს ქონას არ ვიკვეხნი თუმცა ნაკადულის სახით იუმორის გრძნობა მაინც სუფევს ჩემში, ალბათ ეს იუმორის ნაკადული უძლური აღმოჩნდა ამ ნააზრევებს ჩასწვდომოდა.

    ისე საბა, რომ იცოდე ალბათ გგონია, რომ რაღაც განსაკუთრებული დაწერე. მაგრამ იმედი უნდა გაგიცრუო :) ასეთი აკრძალვა როგორსაც შენ ახსენებ პოსტში მსგავსი ვარიაციით უკვე არსებობს სხვადასხვა მაღალგანვითარებული ქვეყნის კანონმდებლობაში. მგალითად შვედეთის კანონმდებლობით თუ ვთქვათ ცოლი ქმარს ეტყვის, რომ სექსი პრეზერვატივით სურს და ქმარი მაინც მოტყუებით ან სხვა გზით მას მაინც უპრეზერვატივოდ გაჟიმავს ეს შვედეთის კანონმდებლობით გაუპატიურებად განიხილება.

    სხვათაშორის ჯულიან ასანჟს სწორედ გაუპატიურების ბრალდებას უყენებს შვედეთი. ვინც არ იცის გონია რომ ასანჟმა მართლა ვიღაც გააუპატიურა არადა ზუსტად დაუცველი სექსის დამყარებისთვის სდებენ მას ბრალს მან ორი ქალი უპრეზერვატივოდ იხმარა რაც შვედეთის კანონმდებლობით როგორც ვთქვი გაუპატიურებაა

    ReplyDelete
  4. ვანო,

    შენი კომენტარი თვითგამოხატვა უფროა, ვიდრე პოსტში გამოკვეთილ პრობლემაზე მსჯელობა.

    მოდი ეხლა შენი იმედები გავაცრუოთ -

    1) ჩამოაყალიბე რა შუაშია აქ იუმორის გრძნობა
    2) შენი აზრით რა არის პოსტის "მორალი" ანუ მთავარი აზრი?
    3) მეთანხმები თუ არა, რომ დაუცველი სექსის აკრძალვა სირობაა?

    ReplyDelete
  5. ივანე კოპაძეApril 2, 2011 at 10:52 AM

    მართალი ხარ, პრობლემაზე მსჯელობა არც გამფიქრებია :) შვედებს დაუცველ სექსზე თავისი შეხედულება აქვთ და არ მგონია ისინი ამის გამო სირები იყვნენ

    ReplyDelete
  6. აპპპ, აპპ, აპპ.. ნუ დემაგოგობ ეხლა და არ მაფიქრებინო, რომ აზროვნება არ გინდა.

    "შვედებს დაუცველ სექსზე თავისი შეხედულება აქვთ და არ მგონია ისინი ამის გამო სირები იყვნენ" - ეს მე არ მითქვამს ვანო, მე შეგეკითხე: მეთანხმები თუ არა, რომ დაუცველი სექსის აკრძალვა სირობაა - თქო.

    ანუ ის, რომ დაუცველი სექსის აკრძალვა სირობაა, პირდაპირ არ ნიშნავს იმას,რომ შვედები სირები არიან, არა?

    გთხოვ, მიპასუხეო შეკითხვებზე.

    ReplyDelete
  7. შვედი პოლიტიკოსები სირები არიან, ასევე ისინიც სირები არიან მშობელი 1 და მშობელი 2 ვინც მოიგონა და მზგავსნი. ამას თუ ვინმე უარყოფთა ნაღდად არ მეგონა :დ

    ReplyDelete
  8. შვედებს დაუცველ სექსზე თავისი შეხედულება აქვთ და არ მგონია ისინი ამის გამო სირები იყვნენ

    კარგი რაა :)))) მაშინ არც არგენტინაში არიან სირები 2 ტონა ფეიერვერკზე მეტის შენახვა რომ არის აკრძალული სახლში :):))) ესეც არგენტინელების შეხედულებაა?

    ReplyDelete
  9. რა შუაშია აქ სექსი! ელემენტარული განზოგადების უნარი ხომ უნდა გაგვაჩნდეს?!

    ReplyDelete
  10. სექსი რა შუაშია და არასწორ განზოგადებას გვთავაზობს ავტორი. სექსი ბუნებრივ მოთხოვნილებებს განეკუთვნება და მისი აკრძალვა ბუნების წინააღმდეგ წასვლას გულისხმობს, მაშინ როდესაც მარიხუანით ჯანმრთელობის დაზიანება სულაც არაა ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილება და მისი აკრძალვა ბუნებასთან არ მოდის წინააღმდეგობაში. მოკლედ და კონკრეტულად

    ReplyDelete
  11. 3–0 წავაგეთ რა გესექსავება

    ReplyDelete
  12. ფსიქოტროპული საშუალებებიც ბუნებრივი მოთხოვნილებაა :)

    ReplyDelete
  13. პოლკ -

    კი, ნამდვილად - მაგრამ სექსი ერთადერთი მოთხოვნილებაა, რომლის დაუკმაყოფილებლაც არ მოგკლავს :)

    მოდი ერთი კითხვა - რატომ არაა აკრძალული ბენზინის დალევა? რატომ არავინ სვამს თუ აკრძალული არაა?

    რატომ არავინ სვამს ლისის ტბის წყალს?

    ისე კი ბრავო პოლკოვნიკო, პოსტის ერთადერთი სუსტი წერტილი დაიჭირე :)

    ReplyDelete
  14. ისე კი, პოსტში საუბარია დაუცველი სექსის აკრძალვაზე და არა სექსის აკრძალვაზე :D

    ReplyDelete
  15. ძალიან მომეწონა საბა :)
    და აქ ალბათ ჰგონიათ, რომ მათივე სიტყვებით რომ ვთქვა ,, რაღაც განსაკუთრებული'' ცოდნა გამოამჟღავნეს საკუთარი კომენტარებით...
    საერთოდ არ მესმის ბატონი ივანე კოპაძის.... და მიკვირს ხალხს თავი ლიბერტარიანელი რომ ჰგონია...
    და რა შუაშია ის, რომ სადღაც რაღაც აკრძალულია, მე ბევრი განვითარებული ქვეყანა ვიცი სადაც იდიოტური კანონებია და ასეთივე იდიოტური აკრძალვები...
    ვეთანხმები ბიჭებს - ისინი მართლა სირები არიან :)
    საბა - სწორად მოაზროვნე ადამიანი!

    ReplyDelete
  16. კარგი სტატიაა, აკრძალვას რომ უარყოფითი შედეგი მოაქვს რათ უნდა ამას ლაპარაკი.ღმერთმა ადამინი თავისუფალი შექმნა და თუ ის თავისი ქცევით სხვას არ ერჩის, დაე იცხოვროს ისე როგორც უნდა.

    ReplyDelete