ეს დღეები ძალიან დაბნეული ვარ, არ ვიცი ვის მივაშავო ეს ჩემი ხმა, რომელიც შეიძლება არაფერს წყვეტს, შეიძლება ყველაფერი უკვე წინასწარ განსაზღვრულია, მაგრამ, ჩემთვის მაინც მეცოდინება, რომ რაღაცაზე ვფიქრობდი, როცა ამ გადაწყვეტილებას ვიღებდი. ჩემთვის მაინც მეცოდინება, რომ ამას შეგნებულად, გააზრებულად ვაკეთებდი და რაღაც მოტივაცია მქონდა. და ბოლო ბოლო, მეცოდინება, რომ ჩემი ბრალია და შევწყვეტ დამნაშავის ძიების პროცესს.
ჰოდა ახლა მინდა ჩემთვის გავიაზრო, ვის რა გაუკეთებია და დასკვნამდე მივიდე. პირველ რიგში მგონია, რომ ამ მსჯელობაში წინასაარჩევნო პროგრამები და დაპირებები უნდა დავიკიდო. ვისწავლე, რომ ნებისმიერი წინასაარჩევნო პროგრამა პოპულიტურა და ამ პროცესს განაპირობებს:
მოვისმინე - გულზე მომხვდა - შემიპყრო - ავჟიტირდი - შევები, დავიკერე.
კონკრეტული მაგალითები? ა, ბატონო:
· ჩემი მიზანია, რომ გამთლიანებული საქართველო ვნახოთ...
თუ დავფიქრდებით, გავიაზრებთ, ვნახავთ, რომ დაპირებაც არაა. ეს ზოგი ადამიანისთვის მიზანია, ზოგისთვის ოცნება. ტრა ლა ლა ლა ... მაგრამ ისე ემოციურად იყო წარმოთქმული, გულზე მჯიღის ცემით, ცრემლის გადმოგორებით თვალზე, რომ ჩვენ დაპირებად აღვიქვით და ეს ჩვენ რაღაც პროცენტი ვართ ...
· ჩემი მოსვლის შემდეგ, მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ თქვენ გქოდეთ უფასო განათლება, უფასო დენი, უფასო ჯანდაცვა (უფასო ჯანდაბააააა - რა მნიშვნელობა აქვს მეორე ნაწილში რა იქნება, წინ ხომ სიტყვა უფასოა)
თუ დავფიქრდებით, გავიაზრებთ, მივხვდებით, რომ უფასო რაღაც გვექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არ გვექნება! მაგრამ ამას სანამ იტყოდა, ვინც იტყოდა, მანამდე ფასები შეგვახსენა, ის ფასები, რომელსაც ვიხდით ახლა, ჰოდა, კონტრასტი შეიქმნა და ჩვენ ესე (უფასოდ) ცხოვრება ძალიან მოგვინდა და ეს ჩვენ რაღაც პროცენტი ვართ...
· მე ვეცდები რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას
თუ დავფიქრდებით, გავიაზრებთ, წესით ერთხმად ვეტყვით: „მოდი იდი ნახუი, სანამ არ გვეტყვი, როგორ აპირებ ამას, სანამ კონკრეტულ გეგმას არ დადებ“. მეც ვეცადე ჩემ უფროსთან საქმე დამელაგებინა, მაგრამ, არაფერი გამომივიდა - რატომ იცით? მას არ უნდოდა. მაგრამ სანამ ამ დაპირებას გააკეთებდა, აგვისტოს ომის კოლაჟი გაუშვა, დაღუპული ბიჭების ისტორიები მოგვიყვა, თან ვითომ ეს კადრები არ კმაროდა დასაზაფრად, მძაფრი მუსიკა დაადო, დიქტორი მოძებნა განსაკუთრებული, „სოკოლოვისებური“ ხმით. ჩვენ კი მომხდარი ძალიან გვტკიოდა და ისევე ძალიან, როგორც გვტკიოდა, მოგვინდა რუსეთთან დალაგებული ურთიერთობა. მერე რა, რომ გვითხრა, ვეცდებიო, ჩვენ ეს მაინც დაპირებად აღვიქვით და ეს ჩვენ რაღაც პროცენტი ვართ...
მოკლედ აღარ გავაგრძელებ, ასეთი მაგალითი ბევრია. ჩვენ არ დავფიქრდით, პროცენტი პროცენტს მიემატა და არჩევანი გაკეთდა. ვიღაცისთვის შეუსრულებელი დაპირებების წუწუნის 4 წელი, ვიღაცისთვის კი, ნეტარების 4 წელი, გარანტირებული ხელფასით არაფრის კეთებისთვის, გარანტირებული ხელშეუხებლობით დანაშაულის ჩადენისას, გარანტირებული მიკროფონით თვითრეალიზებისთვის. ამ არ ფიქრით მივიღეთ ის, რომ ახლა არის რაღაც კატეგორია ადამიანების (ბევრი), რომლებმაც არჩევნებამდე 9 დღით ადრე არ ვიცით ვინ ავირჩიოთ.
მომწონს ნაციონალური მოძრაობა, იმიტომ რომ:
· შევარდნაძის რეჟიმი დაამარცხა (კი, ჩვენს გარეშე ვერ იზამდა ამას, მაგრამ მანამდე ეს ვერავინ ვერ შეძლო)
· მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა (ნაწილობრივ, როცა დაჭირდათ ბევრი რამე უკან დააბრუნეს, ბევრიც წინასწარდაანონსებული, გაწერილი, აღარ გააკეთეს), მაგრამ:
o გარეთ სიარულის აღარ მეშინია
o სახლს, რომ ვტოვებ, არ მეშინია, რომ გაქურდული დამხვდება
o მიწისქვეშა გადასასვლელში მობილურს და ფულს აღარ მაცლიან
o სამსახურს, რომ ვერ ვიშოვიდი, რა ჭკვიანიც არ უნდა ვყოფილიყავი, ვიშოვე
o რაც არ უნდა მემეცადინა, უმაღლესში, რომ ვერ მოვხვდებოდი, მოვხვდი
o ბევრი, დიდი , დანგრეული შენობა, რომ იდგა, შემცირდა მათი რაოდენობა
· დენი, წყალი, გაზი და გზა მაქვს 21-ე საუკუნეში, რის საფასურსაც ვიხდი (მანამდედაც ვიხდიდი, მაგრამ არ მქონდა)
· ახალი ქალაქები აშენდა, ტურისტები მომრავლდნენ
· კრიმინალური სამყარო დაამარცხეს (მაგრამ ჩემთვის ის უფრო მიუღებელია პოლიციელი, რომ იგივეს ჩადის)
არ მომწონს ნაციონალური მოძრაობა, იმიტომ რომ:
· ორმაგი სტანდარტებით მართავდნენ ქვეყანას / კანონის წინაშე ყველა თანაბარი არ იყო. მაგალითად: გვირგვლიანის მკვლელები სათანადოდ არ დაისაჯნენ.
· სასამართლოს არაფერი ეშველა
· მედია არ გათავისუფლდა
· დიქტატურა ლიბერალიზმში შეფუთა და შემომასაღა - როცა დაჭირდა ვაუჩერები არიგა და დასაქმების სამინისტრო შექმნა
· პიარს გადაყვა - უფრო მნიშველოვანიდან უმნიშვნელოზე გადაქონდა ჩემი ყურადღება
· ჭკვიანი ადამიანები არ შემოიკრიბა
· გონზე არ იყო რა ხდებოდა ბევრ ის სფეროში, რომელსაც მსოფლიოსთვის მისაბაძს ეძახდა
· არაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ სამოქალაქო საზოგადოება შემდგარიყო
· განსხვავებული შეხედულებების ადამიანები, დევნეს
· არაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დღეს ასეთ მდგომარეობაში არ ვყოფოლიყავით და ორს შორის არჩევანის წინაშე არ დავმდგარიყავით
ანუ რეალურად ძალიან მნიშველოვანი, ფუნდამეტური რაღაცეები არ გააკეთეს.
მომწონს ქართული ოცნება, იმიტომ რომ:
· ხელისუფლება გამოაფხიზლა (თუმცა, არც ის გამიკვირდება გარიგებულები იყვნენ)
· მათი გამოჩენის მერე, ხალხიც უფრო გამოფხიზლდა
· რევოლუციით ხელისუფლების ცვლილების მომხრეებიც მაინცადამაინც არ არიან
არ მომწონს ქართული ოცნება, იმიტომ რომ:
· მასზე არაფერი ვიცი
· არ მომწონს აფიშირებული ქველმოქმედება
· არ მომწონს, როცა უკვე ეხლა, სანამ მოვლენ, ჯერ ერთს ამბობენ და მერე მეორეს
· ხალხს, ვისაც მისი არ ჯერა, ან გაურკვეველი მიზეზების გამო ეშინია საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, ან დაღლილია და აღარ უნდა მიტინგებზე დგომა, დასჯით ემუქრება (მათ შვილებსაც)
· მის ნახმარს ორმაგი ფასი უნდა დავადო, რაღაც გაურკვეველი მიზეზებით
· ჯერ ამათ რამდენი ნაგავი გამოყვათ, რამდენი სულელი თანამდებობაზე დანიშნეს, რომ გვერდშიდგომა დაეფასებინათ, და მანდ რამდენი ეგეთია, სად წავა ამდენი ხალხი
· 20-მდე ადამიანი მაინც ვიცი, ვინც შიგნითაა და ყველას პრეზიდენტობა უნდა
· ვერ ვიგებ რა იდეის ირგვლივ ერთიანდებიან
· აკნინებენ სექსუალურ, ეროვნულ უმცირესობებს
· ოცნებობენ საბჭოთა კავშირზე
· ბევრი ამორალური, მიუღებელი სახეა - უმეტესად იმ ადამიანების ერთიანობაა, რომელიც ყველა ნავში სხდებოდნენ და მათი კეთილსინდისიერების არ მჯერა
· ვეჭვობ, რომ რუსეთის წისქვილზე ასხამენ წყალს
· ჩვენზე სულელი აღმოჩნდა და, როგორც ამბობს, იმას რასაც ჩვენ მხოლოდ ხმა მივეცით, აფინანსებდა.
· პოლიტიკურ ქულებს მიუღებელი ხერხებით იწერს
· არ გვენდობა, რადგან ეგონა, რომ თუ ამ კადრებს მანამდე არ გამოაჩენდა, იგივე რეაქცია არ გვექნებოდა
სხვები
· ქდმ და ახალი მემარჯვენეები - უნიჭო ნაციონალური მოძრაობები ;
· ლეიბორისტები - ქართველი ჟირინოვსკები
დანარჩენები
თქვენ ვაფშე რა როჟები ხართ?
ეს მინდა იყოს ღია პოსტი, ადამიანის მეხსიერება არ იტევს ყველაფერს, რა გაკეთდა და რა არა. გთხოვთ, სწორი არჩევანის გაკეთებაში დახმარებას. ამ პოსტის ქვეშ დაწერეთ, ყველაფერი რაც გაგახსნედებათ. ოღონდ ნუ დაწერთ 41-ს, 5-ს და სხვა ციფრებსა და რიცხვებს. ეს არასერიოზულია.
წინ ცხრა დღეა, მჯერა, რომ შესაძლებელია მოცემულობიდან გამომდინარე, სწორი გადაწყვეტილების მიღება. და ბოლოს, მე არ ვთვლი, რომ სტუდეტების აქციები უნდა შეწყდეს. რეალური ცვლილებები, მხოლოდ ამ აქციებს მოჰყვა. ადრეც გვირჩიეს დაშლა, მაგრამ ხალხმა არ გავითვალისწინეთ ეს რჩევა და დღეს საქართველო დამოუკიდებელია.

(c) დაბნეული ამომრჩეველი, 2012 წ.