რა არის ეკონომიკა? თავიდან წარმოვადგინოთ ეკონომიკის რამოდენიმე განსაზღვრებ
ა) ეკონომიკა არის სოციალური მეცნიერება, რომელიც აანალიზებს პროდუქციას
დისტრიბუციას და მოხმარებას საქონლისა და მომსახურების.
ბ) ეკონომიკა სწავლობს თუ როგორ აირჩიონ და გამოიყენონ რესურსები ადამიანებმა
გ) ეკონომიკა შეისწავლის თუ როგორ გამოიყენონ ინდივიდებმა ან ინდივიდთა ჯუფებმა შეზღუდული რესურსები, რომ საუკეთესოდ დაიკმაყოფილონ საკუთარი საჭიროებები და მოთხოვნილებები.
ეს განსაზღვრებები შეიძლება ბუნდოვანი იყოს და ყველამ ვერ გავიგოთ. მოდი გადავაგდოთ “foe-foe” საუბრის მანერა და გასაგებ ენაზე ავხსნათ.
დღეს დილით 13 საათზე გავიღვიძე, ჯიბეები მოვიჩხრიკე და მხოლოდ 8 ლარი მქონდა. რათქმაუნდა თავიდანვე დავიწყე ფიქრი, თუ როგორ გავანაწილებდი ჩემს ჯიბის ფულს დღის განმავლობაში. ვიფიქრე 2 ლარს „მეტრომანზე“ ჩავრიცხავ, ავალ უნივერსიტეტში, შუადღისით კაფეტერიაში ნისიაზე შევჭამ და სახლში დაბრუნებისას კვლავ საღამმოსთვის შოკოლადს და კოკა-კოლას ვიყიდითქო. გავედი სახლიდან თავდაჯერებული. დღე ისე წარიმართა, რომ უნივერსიტეტში კაფეტერია დაკეტილი დამხვდა, არადა მაგრად მშიოდა. ბიჭებმა კერია გამოვიძახეთ და რაც კი ფული მქონდა მივეცი.
რატომ მოვიყვანე ჩემი დღევანდელი დღის მაგალითი? იმიტომ, რომ ეკონომიკის არსის გასაგებად კარგი მაგალითი მგონია. მქონდა შეზღუდული რესურსი - 8 ლარი, უნდა გამომეყენებინა ისე, რომ მაქსიმალური მოგება მიმეღო. მე დღეს ცუდი ცხოვრებისეული ეკონომისტი გამოვდექი. ვერ გავთვალე, რომ 3 მარტს დასვენების დღეა და კაფეტერია არ იმუშავებდა. ვერც წინა დღეებში გავთვალე, რომ მხოლოდ 8 ლარი ერთი დღისთვის შეიძლება საკმარისი არ ყოფილიყო. მე მივიღე ეკონომიკური გადაწყვეტილება, ლოგიკა იგრძნობოდა და არ გაამართლა. ესაა ეკონომიკაც. თუ სწორად დაგეგმავ და სწორ არჩევანს გააკეთებ, მაშინ პრობლემა არ შეგექმნება. რა თქმა უნდა მაქსიმალურად სწორად ვერ დაგეგმავ და ლაფსუსები ყოველთვის იქნება, მაგრამ გამოცდილებას ნამდვილად ავკრიფავთ.
ეკონომიკა ყველგანაა, თითოეულ ჩვენს გადაწყვეტილებაში. როდესაც ვაფასებთ ალტერნატივებს, ანუ სხვადასხვა გზებს თუ როგორ მოვიქცეთ, ესეც ეკონომიკის ნაწილია. დღეს საზოგადოების წევრებს ეკონომიკა ჰგონიათ რაღაცა ცალკეული საგანი. მაგალითად ისეთი, როგორიცაა ქიმია. მთელი ცხოვრება შეიძლება ვალენტობის ცნება არ გამოგადგეს, მაგრამ აუცილებლად გექნება შეხება შემოსავლებთან, დანახარჯებთან, არჩევანთან, ფულთან, კანფეტებთან, მაღაზიებთან და ა.შ. რა კავშირშია ეკონომიკა კანფეტთან შეიძლება ვინმემ იკითხოს ან მაღაზიასთან. კანფეტი იწარმოება ვიღაც „ბარამბოს“ მიერ. ბარამბოს კი რიგი გადაწყვეტილებები აქვს მისაღები: რამდენი აწარმოოს, რა ფასად, ვისთვის, როგორი და ა.შ. ასევე აქვს მომხმარებელს ანუ მყიდველს ეკონომიკური გადაწყვეტილებები მისაღები: რამდენი ვიყიდო, რა ფასად, რატომ, რისთვის და სხვა. მაღაზიაშიც ზუსტად იგივეა. მაღაზიის მფლობელმა უნდა გათვალოს სად გააკეთოს ჯერ მაღაზია, სად იქნება მეტი მომხმარებელი ანუ მეტი მოთხოვნა.
ეკონომიკა ეს არის გადაწყვეტილებების მიღების ერთობლიობა. არის კიდევ განსხვავებული ტერმინი ეკონომიკური წყობა, რაც კიდევ სხვა რამეა. ეკონომიკური წყობა დამოკიდებულია ქვეყნის არჩევანზე. არსებობს სამნაირი ეკონომიკური წყობა:
ა) გეგმიური, იგივე კომუნიზმი
ბ) თავისუფალი ბაზარი, კაპიტალიზმი
გ) შერეული ეკონომიკა.
თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სუფთა სახით არცერთი ეკონომიკური წყობა არ არსებობს, არც უარსებია და საუბედუროდ ალბათ არც იარსებებს. გარდა შერეული ეკონომიკისა.
დღეს კომუნისტური წყობა არის მხოლოდ კუბასა და ჩრ. კორეაში. ცხოვრების დონე და თავისუფლების ხარისხი თქვენ ვიკიპედიაში ან უფრო ფეშენ საინფორმაციო ვებგვერდზე შეგიძლიათ ნახოთ. კომუნიზმი იყო საბჭოთა კავშირშიც, სოციალიზმი კომუნიზმის წინამორბედი წყობა იყო ნაცისტურ გერმანიაში.
შევეცადოთ მარტივად ავხსნათ კომუნიზმი და კაპიტალიზმი. შეიძლება ბევრი მცოდნე, არმცოდნე, ექსპერტი ან ვაიექსპერტი არ დამეთანხმოს ჩემს განსაზღვრებებში, მაგრამ მაინც ვცადოთ.
კომუნიზმის დროს ყველა თანაბარია. როგორც უფლებებით, ასევე სოციალური სტატუსითაც. პეტრეს აქვს იმდენივე რამდენიც პავლეს. არ არსებობს კერძო საკუთრება. ტანსაცმელი, მანქანა და სხვა პირადი ნივთები განიხილება კერძო საკუთრებაში, მაგრამ არა სახლი ან მიწა. ყველაფერი ეკუთვნის სახელმწიფოს. სახელმწიფო ყველა შემოსავალს ანაწილებს თანაბრად მოსახლეობაზე და „სამართლიანად“.
ცუდია ეს თუ კარგი მკითხველმა გადაწყვიტოს, აქ მხოლოდ 2 სიტყვით ავხსნით თუ რა არის ეკონომიკა და წყობა.
კაპიტალიზმის პირობებში მკაცრად დაცულია კერძო საკუთრება (კაპიტალი). კერძო საკუთრება შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ დაწყებული მიწით, დამთავრებული ჯარით. 1865 წლამდე აშშ-ში ადამიანიც შეიძლება ყოფილიყო კერძო საკუთრებაში, მაგრამ მადლობა ღმერთს ეს ასე აღარ არის და მონობა მსოფლიოში აღარსად არ არის. ეკონომისტები მონობას გმობენ არა იმიტომ, რომ ეს ცუდია და ბოროტებაა, არამედ იმიტომ, რომ ეს დამქირავებლისთვის წამგებიანია. მონას მოტივაცია არ აქვს, შენახვაც ძვირი ჯდება. ამიტომ დამქირავებელს ურჩევნია ფული გადაუხადოს და თავის თავი თვითონ ირჩინოს ადამიანმა. ასე შედეგიც უკეთესია და „ბოროტებასაც“ ადგილი არ აქვს. ასე, რომ კაპიტალიზმის დროს არავის საქმე არ არის მე 8 ლარი მაქვს დილით რომ ვიღვიძებ, თუ 30 000 ლარი. ჩემი კერძო საკუთრება ხელშეუხებელია და რასაც მინდა იმას ვუზამ.
ნებისმიერი ადამიანი, ვინც სწორად გეგმავს თავის ცხოვრებას და ყოველდღიურ ყოფას, ის კარგი ეკონომისტია. მოსწავლე, რომელიც კარგ ნიშანს მიიღებს ისიც კარგი ეკონომისტია. ეკონომიკა ყველგანაა და მისი ამოკითხვა ყველაფერში შეგვიძლია. არ უნდა აგვერიოს ეკონომიკაში ეკონომიკური წყობა ან პოლიტიკა. ეს სხვა რამეა.
(c) ზვიად ხორგუაშვილი, 2011 წ.
რა კარგად დავიწყე პოსტის კითხვა, კარგად მიდიოდა მაგრამ ბოლოში ცოტა არ იყოს და გაჭედა. შენი წერის სტილი ძალიან მომწონს და ეს არაერთხელ მითქვამს, პოსტიც საკმაოდ კარგია, რომ არა რაღაც ლაფსუსები, ამიტომ გთხოვ რასაც ქვემოთ დაგიწერ მიიღე არა კრიტიკად, არამედ სურვილად რომ მე მინდა შენი პოსტები იყოს სრულყოფილი და ნაკლები საფუძველი მივცეთ მტრის ბანაკს შესპორების.
ReplyDeleteჩრდილო კორეის ეკონომიკურ მოდელს შეიძლება ვუწოდოთ კომუნიზმის მუტაციური ვარიანტი, მაგრამ ცალსახად კომუნიზმი არანაირად არაა.ჩუჩხე და კომუნიზმი ორივე მარქსის სწავლებების პირმშოა, მაგრამ უფრო უჯიშო ბიძაშვილები არიან ვიდრე ტყუპები.
გერმანიას რაც შეეხება მათი წყობის სახელიდან გამომდინარე შედარებით ნაკლებ ინფორმირებულმა შეიძლება თქვას, რომ გერმანიაში რაღა თქმა უნდა სოციალიზმი იყოო, თუმცა საკითხში თუ ღრმად ჩაიხედავს ეს ნაკლებ ინფორმირებული ბევრ განსხვავებულ რამეს დაინახავს. მაგალითად იმას, რომ 1934 წელს დაწყებული მოვლენები რასაც ნაცისტურ ეკონომიკურ სასწაულს უწოდებდნენ მემარჯვენეულ ხედვასთან უფრო ახლო იყო ვიდრე სოციალიზმთან. გეორგ ჰანს რაინჰარდის ეკონომიკური გეგმა მართლაც სასწაული იყო და შენი იდეოლოგიის მქონეს იგი შეიძლება ძალიანაც მოწონებოდა. თუ არ ფლობ ამაზე მასალებს რამდენიმე მოკრძალებულ ლინკს მოგცემ.
როცა კომუნიზმს ახასიათებ ყველაზე დიდ შეცდომას მანდ უშვებ. და იცი რატომ უშვებ? იმიტომ, რომ ერთი ჩვეულება გაქვს, როგორც წესი ძალიან ბევრს კითხულობ იმაზე რასაც ეთანხმები, რასაც არ ეთანხმები კი უფრო ნაკლებს. კერძო საკუთრების დახასიათებისას მართალი ნამდვილად არ ხარ, ასევე ჩანს რომ არ იცნობ პირადი საკუთრების ცნებას და შესაბამისად განსხვავებას პირად და კერძო საკუთრებას შორის.
ივანე, ძალიან დამაინტერესა შენმა მოსაზრებებმა, თუმცა უფრო მეტ სარგებელს მივიღებდი რომ კონკრეტულად აგეხსნა რას გულისხმობ შენს მოსაზრებებში – ანუ, იმის ნაცვლად რომ რამის შესახებ ვთქვათ ის "სწორია" თუ "მცდარია", აჯობებს განვმარტოთ რა იგულისხმება თითოეული პოზიციის უკან. მოდით, მეც თავს უფლებას მივცემ ჩემი მოსაზრებები გამოვთქვა ისევ და ისევ იმ მოსაზრებით რომ საგნები და მოვლენები სწორად გავიაზროთ და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ ჩვენი პოზიციის დაფიქსირებას... მეცნიერული მსჯელობისას ყველაზე ძნელი სწორედ ტერმინების განმარტებებშია ხოლმე...
Delete1) "კომუნიზმის" თუ "სოციალიზმის" ტერმინებში ვინ რას გულისხმობს ეს სადავოა ხოლმე ხშირად. სტატიაში მოყვანილი არგუმენტი, რომ საბჭოთა კავშირიც, კუბაც, ნაცისტური გერმანიაც, და ჩრდილო კორეაც კომუნისტურია და თან რომ ცუდია, რბილად რომ ვთქვა ვერ დავეთანხმები. ამერიკა რომ არ ყოფილიყო, საბჭოთა კავშირის "სისუსტეს" ძნელად გააკრიტიკებდა ვინმე ალბათ. ნაცისტურმა გერმანიამ 2–3 წელიწადში მსოფლიოში საუკეთესო სამხედრო და საწარმოო ძალა შექმნა, კომუნისტურის ჯერ კიდევ მსგავსი ჩინეთი ფინანსური მაჩვენებლებით რომ უკვე ჯობნის ამერიკას ამაზე ვინ იდავებს, ხოლო ზოგადი ჯანდაცვის სისტემა რომ მსოფლიოში საუკეთესოა ეს ინგლისელმა (!) ცნობილმა ექიმმა პროფესორმა მითხრა, და საბაბი არ მაქვს რომ არ დავუჯერო... ეს თემა ფართოა და დიდხანს შეიძლება ამაზე მსჯელობა...
2) ნაცისტურ გერმანიის ეკონომიკურ სასწაულზე მინდა ის ლინკები წავიკითხო ვანო, რასაც გვპირდებოდი. კლასიკური ეკონომიკის კანონებით იმის ახსნა რაც გერმანიაში მოხდა ვერ ხერხდება. და სწორედ ამის გამოცაა, რომ მე დავინტერესდი. ანუ როდესაც პაქტები და თეორია განსხვავდება, როგორც წესი თეორია საჭიროებს ხოლმე გადახედვას და შეცვლას. მე შეიძლება ვცდები, მაგრამ მრავალი წელი ვიკვლევ ამ საკითხებს და დღეს ასე მგონია: რომ რაც აერთიანებდა საბჭოთა კავშირს, ნაცისტურ გერმანიას, ახლანდელ ჩინეთს და 1860–1865 წლების ამერიკას (როდესაც პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი იყო) – არის უმთავრესად ის, რომ სახელმწიფო, ანუ მთავრობა თვითონ ფლობდა ცენტრალურ ბანკს და მას ეროვნული ბანკის ფუნქცია ქონდა და იმდენ ფულს ბეწდავდა რამდენიც კონკრეტული ეკონომიკური პროექტების განსახორციელებლად ჭირდებოდა. ყველა ეს ქვეყანა ეგრეთ წოდებულ "ლინკოლნის მოდელს" იყენებდა ფინანსურ ასპექტებში (და ამის გამო უზომოდ გაძლიერდნენ და უსწრაფესად!). თუმცა ყველა ეს ქვეყანა განსხვავდებოდა: პოლიტიკური წყობით და საკუთრების უფლებების ხარისხით (და როგორც ჩანს ამ ასპექტებს არც ისე გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდათ ალბათ)...
სათქმელი კიდევ ბევრია, თემები ამოუწურავი.....
მაპატიეთ, სიჩქარეში გამომრჩა დამეწერა ქვეყნის სახელი სადაც საუკეთესო ზოგადი ჯანდაცვის სისტემაა – ეს არის კუბა, როგორც ინგლისელმა ექიმმა მითხრა როდესაც ინგლისში ვცხოვრობდი – (ბესო).
Deleteარა მადლობა მაგ შენიშვნებისთვის, მაგრამ არცერთ შენიშვნაში არ დაგეთანხმები. ვიცი გერმანიას როგორც ახასიათებდნენ და როგორ არა, მაგრამ გერმანიაში იყო სოციალიზმი ცალსახად. ისევე როგორც კუბაში კომუნიზმია და ჩუჩხე სპეციფიკური ფორმის გამო ქვია. წმინდა სახით კომუნიზმი არც სსრკში ყოფილა და აღვნიშნე კიდევაც, რომ წმინდა სახით არსად არაფერი არ არის მეთქი. ისე კარგია მადლობა შენიშვნებისთვის ხო ვთქვი ბევრი არ დამეთანხმება განსაზღვრებებში მეთქი, მაგრამ შემიძლია ვიდავო, რომ დახასიათებაში შეცდომა არ მაქვს. სოციალიზმი წმინდა სახით არსად არ არის ისევე როგორც კაპიტალიზმი. და კიდევ ერთი თხოვნა მაქვს. გეხვეწევი 1 წუთი იწვალე და იქ დააკომენტე ხოლმე :))))) და მერე თუ გინდა აქ დააკოპირე. პროსტა ბლოგისთვის არის უკეთესი თორემ მე ორივეგან წავიკითხავ შენიშვნებს :)
ReplyDeleteზვიად, ჩემი კომენტარები წაიკითხე ვანოს მიმართ და "საკუთრების უფლების" შესახებ სტატიის მიმართ, და ძალიან მადლობელი დაგრჩები, თუ მერე უფრო დამიკონკრეტებ შენეულ ტერმინების განსაზღვრებას, ანუ სოციალიზმის, კაპიტალიზმის, კუბის, ჩრდილო კორეის, ჩინეთის, თუ ასე შემდეგ... (პატივისცემით, ბესო)
Deleteკუბის მაგივრად ჩრ. კორეა უნდა დამეწერა :)
ReplyDelete"იმიტომ, რომ ერთი ჩვეულება გაქვს, როგორც წესი ძალიან ბევრს კითხულობ იმაზე რასაც ეთანხმები, რასაც არ ეთანხმები კი უფრო ნაკლებს." - ეს მეცა მჭირს :)
ReplyDeleteკერძო საკუთრების ცნება მეც ისე მესმის, როგორც ზვიადს - თუ არ დაგეზარება, დაგვიწერე შენეული ხედვა
საბა, ეგ პრობლემა ალბათ უნივერსალურია, ანუ ვგულისხმობ იმას, რომ პრო–ჩვენეულ მოსაზრებებს უფრო ყურადღებით ვკითხულობთ და შესაბამისად უკეთესადაც ვიმახსოვრებთ. ამაზე მახსენდება ჩემი ადრეული სტუდენტობის წლებში წაკითხული თეორია, ე.წ. "Personal Construction Theory". ეს თეორია ცდილობს დაამტკიცოს, რომ ადამიანები ხედავენ იმას და მხოლოდ იმას, რისი დანახვაც მათ უნდათ, და იმ დეტალობით, რის საშუალებასაც მათი არსებული ცოდნა და გამოცდილება აძლევთ, და კონკრეტულად იმ მომენტში რის ხასიათძეც არიან: მაგალითად, რუსთაველის გამზირზე მოსეირნე და კარგ ხასიათზე მყოფი არქიტექტორი ალბათ "დაინახავს" სხვადასხვა არქიტექტურული სტილის შენობების სიმრავლეს, მუსიკოსი ოპერის შენობას "გამოარჩევს", "ბაბნიკი" ლამაზ გოგონებს "შენიშნავს", ხოლო თუ ძლიერი ქარია და წვიმს ან ირგვლივ მომიტინგეები ირევიან, ან რაღაცა სხვა პრობლემაზე ფიქრით ხარ გართული, ვერაფერსაც ვერ "დაინახავ" რუსთაველზე, მაგრამ შეიძლება ამოხსნა რთული მათემატიკური ამოცანა, ან მუსიკის მელოდია "დაიჭირო"..... საინტერესო თეორიაა, არა? :) (ბესო)
Deleteარა არა კომუნიზმზე ძირითადად კრიტიკას ვკითხულობ, მაგრამ კრიტიკიდან თავისუფლად ამოიკითხავ მის არსს. ცალკე კომუნიზმი რა თქმა უნდა წაკითხული მაქვს რაღაცეები, იმდენი არა რამდენიც დღევანდელ მარქსისტებს, მაგრამ კარგი რააა სად როგორი კომუნიზმია და წყობა ეგ ნამდვილად არ შემეშლება :))))
ReplyDeleteსამოქალაქო სამართლის შესავალ ნაწილის წიგნებში არის საუბარი კერძო და პირად საკუთრებაზე. ჭანტურიას „ შესავალი სამოქალაქო სამართალში “ ნახეთ, ან რომელიმე სხვა ავტორის შესავალი სამოქალაქო სამართალში. თქვენ ბიბლიოთეკაში არ არსებობს ჭანტურიას წიგნი არ იყოს.
ReplyDelete:)))) შენეულიო ჭანტურიას ხედვა კიარაო :))) თორემ ჭანტურიას ხედვამდე ჩვენ შეიძლება მთელი ცხოვრება ვერ მივიდეთ :)))
ReplyDelete"ბ) ეკონომიკა სწავლობს თუ როგორ აირჩიონ და გამოიყენონ რესურსები ადამიანებმა
ReplyDeleteგ) ეკონომიკა შეისწავლის თუ როგორ გამოიყენონ ინდივიდებმა ან ინდივიდთა ჯუფებმა შეზღუდული რესურსები, რომ საუკეთესოდ დაიკმაყოფილონ საკუთარი საჭიროებები და მოთხოვნილებები."
ეს მხოლოდ ნორმატიული ეკონომიკის განსაზღვრებაა და არა ზოგადად ეკონომიკის.
"როგორ ირჩევენ, როგორ იყენებენ, რატომ ხდება ასე და არა ისე"____ ეს არის არსებითი შესწავლის საგანი.
ამის შემდეგ შეიძლება პოლიტიკური რეკომენდაციების გაკეთებაც.
ნუ დაიყვანთ ეკონომიკას მხოლოდ პოლიტიკამდე.
ხო ძირეულ გაშიფვრას არც ვგეგმავდი :)
ReplyDeleteძლივს არ ვნახე ეკონომიკის გასაგებ ენაზე განმარტება !!!! გაიხაროს ამის დამწერმა !!!
ReplyDeleteგვატყუებს რაღაცას სამ მარტს თუ კაფეტერია დაკეტილი იყო უნიივერსიტეტიც დაკეტილი იქნებოდა.
ReplyDelete