Monday, May 14, 2012

რატომ არ გვჭირდება სტუდენტური თვითმართველობა

სტუდენტური თვითმმართველობების მიზანია სხვადასხვა სპორტული თუ აკადემიური აქტივობების ორგანიზება უნივერსიტეტებში, ასევე სტუდენტების უფლებების დაცვა. მათ აქვთ წესდებით განსაზღვრული კომპეტენციები და უნივერსიტეტის მიერ მინიჭებული ყოველწლიური ბიუჯეტი (რაოდენობა სხვადასხვა უნივერსიტეტში განსხვავებულია).

ამ განხილვის შემდეგ რთულია გაჩნდეს კითხვა თუ რაში მდგომარეობს პრობლემა, თუმცა უნივერსიტეტებში თვითმმართველობა ჩამოყალიბდა, როგორც მონოპოლიურ ორგანო, რომელიც არსებობს უნივერსიტეტის მიერ მიცემულ ფულის ხარჯზე - ანუ სტუდენტების მიერ სწავლაში გადახდილი ფულით.
სტუდენტ X-ს არ სურს, მისი ფული მიდიოდეს თვითმმართველობის სუბსიდირებაში!
სტუდენტ X-ს არ სურს, სხვამ გაუკეთოს საქმე და ურჩევნია თვითონ მოიფიქროს მისთვის სასურველი აქტივობა!
სტუდენტ X-ს სურს კონკურენცია!

მოკლედ რომ ვთქვათ სტრუქტურა არაეფექტურია,ხარჯების ერთი ცენტრი მავნებლური და მიზნობრივი ხარჯი - გაურკვეველი.

სტუდენტური თვითმართველობების დაფინანსების პრობლემის კარგად გასაგებად გამოგვადგება მილტონ ფრიდმანის მატრიცის გააზრება რაც წარმოდგენას იძლევა იმის შესახებ, როგორ უნდა შევაფასოთ ფულის ხარჯვა - ვინ ხარჯავს ვის ფულს.

ქვემოთ წარმოდგენილ გრაფიკზე ჩანს, რომ:
- თუ მე ვხარჯავ ჩემს ფულს ჩემი ყურადღება და პასუხისმგებლობა შესაძლებლის მაქსიმუმია (ჩავთვალოთ 100%)

- თუ სხვა ხარჯავს ჩემს ფულს - ჩემი ყურადღება ისევ დიდია, მაგრამ მაინც გაცილებით ნაკლები (ჩავთვალოთ - 50%)
- თუ მე ვხარჯავ სხვის ფულს - ჩემი პასუხისმგებლობა კიდევ უფრო დაბალია, ის სხვა ხომ მხოლოდ მე 50%-ით კონცენტრირებულად მაკონტროლებს (25%)
- თუ სხვა ხარჯავს სხვის ფულს - მაგაზე მადარდე (0%)!

ბატონი ფრიდმანის თეორიის მიხედვით კომკავშირი-უკაცრავად, - თვითმართველობა,როგორც ფულადი სახსრების მოძრაობის მარეგულირებელი ძალა,ფინანსებს(სტუდენტების მიერ გადახდილს) ხარჯავს 25%-იანი საჭიროებით.მაშ რა ვუყოთ 75%-ს? „სწავლა,სწავლა და კიდევ სწავლა“ - რჩეულები გავუშვათ,გამოვუშვათ,ჩავუშვათ და გადავუშვათ უცხოეთში! მაგრამ ვიმეორებ - რჩეულები...

თავისუფალი კონკურენციის პრინციპი სრულიად ეწინააღმდეგება უნივერსიტეტებში დღევანდელ არსებულ მდგომარეობას. არაკონკურენტულმა გარემომ წარმოქმნა სტუდენტური თვითმმართველობების არაპროდუქტიულობა. ამის თანმდევია ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა გაურკვეველ პროექტებთან დაკავშირებით, რომლებზეც არ არის მოთხოვნა, ასევე მონოპოლიური ორგანო ხშირად ზრდის და აჭარბებს თავის უფლებამოსილებას სტუდენტებისადმი -იმ სტუდენტებისადმი, რომლის ხარჯზეც არსებობს ეს ორგანო.
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ჩამოვწერ რამოდენიმე მიზეზს თუ რატომ არ უნდა არსებობდეს ფინანსირებადი და ძლევამოსილი თვითმართველობები,ანუ რატომ არის ეს ყველაფერი პარაზიტობა :

1. ერთი ორგანოს შეუზღუდავი კომპეტენცია ზღუდავს დანარჩენი ორგანოთა ჯანსაღ ფუნქციონირებას.
უნივერსიტეტის ტერიტორიაზე შეიქმნა კლუბი,რომელსაც სურს პროექტის განხორციელება,რომელიც დამოკიდებულია მხოლოდ თვითმმართველობის კეთილ ნებაზე.ბიუროკრატიული სისტება კიდევ უფრო მძიმდება-აბა რა გაუძლებს ბიუროკრატიის სიმძიმეს!

2. ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება - აბსოლუტურად რყვნის.“ -
 ფართო კომპეტენციათა არამართლზომიერ გადანაწილებამ შექმნა კვაზი საზოგადო სიკეთეების კომპლექტი, რომელიც არ იძლევა თავისუფალი არჩევანის საშუალებას და მუდმივ დამოკიდებულებას აჩენს ერთ ძალაზე.

3. კლდებადი სტიმული
არაკონკურენტულმა გარემომ და უნივერსიტეტის წინაშე ვალდებულებების დაუკისრებლობამ (კანონი უმაღლესი განათლების შესახებ მუხლი) განაპირობა თვითმმართველობის გაზარმაცება.მონოპოლისტი არ ზრუნავს პროდუქტის გაუმჯობესებაზე და მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

4. ზიგ ჰაი!-თვითმმართველობა ჩამოყალიბდა საბჭოურ კომკავშირულ წესებზე და ახორციელებს იდენტურ იდეოლოგიურ მმართველობას. ეს მოვლენა ყველაზე ძალიან მათ მიერ მართულ სტუდენტებს დაეტყოთ.

(c) გიორგი ნონიაშვილი 2012 წ.


No comments:

Post a Comment