Sunday, March 6, 2011

მინიმალური თუ ხელფასი?

საქართველოში ნელ-ნელა იწყება საუბარი იმაზე, რომ უნდა იყოს თუ არა მინიმალური ხელფასი დადგენილი საჯარო და კერძო სექტორისთვის. პირველ რიგში განვიხილოთ თუ რა არის მინიმალური ხელფასი და შემდეგ კარგია ეს ეკონომიკისთვის თუ ცუდი?

ოფიციალური მინიმალური ხელფასი წარმოადგენს სოციალურ-ეკონომიკურ ნორმატივს, რომელიც განსაზღვრავს შრომის ანაზღაურების დასაშვებ მინიმალურ დონეს. - ეს გახლავთ „ოფიციალური“ განსაზღვრება, ხოლო ქართულად რომ ვთქვათ, მინიმალური ხელფასი ეს არის იმ თანხის ოდენობა, რაზე ნაკლების გადახდის უფლებაც არ აქვს დამქირავებელს დაქირავებულისთვის. მინიმალური ხელფასის დადგენის რამოდენიმე მეთოდი არსებობს. იგი შეიძლება იყოს საათობრივი ან ფიქსირებული ხელფასი თვის მანძილზე. მაგალითად აშშ-ში 7.25 დოლარია ერთ საათ სამუშაოზე, გაერთიანებულ სამეფოში 5.93 ფუნტი საათში. საქართველოში მინიმალური ხელფასი კერძო სექტორისთვის 20 ლარს წარმოადგენს, ხოლო საჯარო სექტორში ეს 115 ლარია.

კარგია თუ ცუდი მინიმალური ხელფასი? ცალსახად ამას ვერ ვიტყვით. ერთისთვის კარგია, მეორესთვის კი ცუდი. სხვა პასუხს მივიღებთ მთლიან სისტემას თუ შევხედავთ. მინიმალური ხელფასი უარყოფით გავლენას ახდენს მთლიანად ეკონომიკაზე. განვიხილოთ თითოეული სიტუაცია.

თავდაპირველად შევეცადოთ მინიმალური ხელფასის მომხრე საზოგადოების არგუმენტების ჩამოწერას:
  1. ზრდის ცხოვრების სტანდარტს ყველაზე ღარიფ სოციალურ ფენაში.
  2. მოტივაციას უკეთებს დაქირავებულებს, რათა მეტი დადებითი სტიმულით აკეთონ სამუშაო უფრო კარგად. 
  3. იზრდება ეკონომიკაში მოხმარება (Consumption)
  4. იზრდება ადამიანის მოტივაცია, რომ შეუერთდეს სამუშაო ძალას და სხვა, არაკანონიერი მეთოდებით არ ეცადოს ფულის შოვნას.
ერთი შეხედვით მოცემული არგუმენტები ლოგიკურიცაა და კეთილ მიზნებსაც ემსახურება. ვის არ უნდა სიღარიბე აღმოიფხვრას, ყველას მოტივაცია ჰქონდეს და არალეგალური სექტორიდან ლეგალურში წამოვიდეს ხალხი. ამას იდიოტი თუ არ დაეთანხმება, მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს და შევეცადოთ მედლის მეორე მხარესაც შევხედოთ.

ნებისმიერ რესურსს იქნება ეს მატერიალური, არამატერიალური თუ ადამიანური რესურსი, გააჩნია თავისი ღირებულება. სამუშაო ძალას, მის ფასს, რაოდენობას და მოთხოვნას განსაზღვრავს და არეგულირებს ბაზარი. ეკონომიკის კანონია ის, რომ ფასის ცვლილებით მოთხოვნა არ იცვლება იცვლება მხოლოდ მოთხოვნის რაოდენობა. როდესაც წესდება ბაზრის წონასწორულ ხელფასზე მაღალი ხელფასი, ეს იგივეა იზრდება სამუშაო ძალაზე ფასი.

როგორც მოცემულ ნახაზზე ვხედავთ, მინიმალური ხელფასის არსებობის შემთხვევაში იზრდება ფასი და მცირდება მოთხოვნის რაოდენობა. მინიმალური ხელფასი ზრდის უმუშევრობას. ანუ საქმე გვაქვს სამუშაო ძალის სიჭარბესთან. რატომ წარმოიშვება უმუშევრობა? ამაზე პასუხი შემდეგში მდგომარეობს. ბიზნესმენებს არ უღირთ დაიქირავონ მუშა და მას საშუალო ხელფასზე მაღალი უხადოთ. აქედან გამომდინარე ისინი დაიქირავებენ ნაკლები რაოდენობის მუშებს ან სულაც შეამცირბენ შტატებს და მათი ხარჯები ხელფასზე იგივე დარჩება. როდესაც ვიცი, რომ არავის არ აქვს უფლება გადამიხადოს რაღაც თანხაზე ნაკლები, რა თქმა უნდა სამუშაო ჩემთვის მისაღები ხდება, მაგრამ ჩემნაირად ბევრი იფიქრებს და აქედან გამომდინარე იქნება სამუშაო ძალის მოზღვავება, მაგრამ რამდენად დასაქმებულები იქნებიან ეს უკვე მკითხველის ფანტაზიას მივანდოთ.

ზემოთმოცემულ აბზაცში დავინახეთ ორი პრობლემა: პირველი ეს არის ახალი და გამოუცდელი სამუშაო ძალის მოზიდვა და მათი კვლავაც სამუშაოს გარეშე დარჩენა და მერეო - არსებული შტატების შემცირება და ნაკლები მუშა ხელის დაქირავება.


გადავიდეთ შემდეგ პრობლემაზე. მინიმალური ხელფასი ყოველთვის პირველ რიგში ურტყავს მცირე ბიზნესს და შემდეგ უკვე მსხვილ ბიზნესს. მოგების მარჟაში ხელფასების წილი პატარა კომპანიაში უფრო მეტია ვიდრე შედარებით დიდში. ხელფასი ეს ფიქსირებული ხარჯია და მსხვილი კომპანიები მეტი პროდუქციის გამოშვებით ფიქსირებულ ხარჯებს მეტ პროდუქტზე ანაწილებენ, რასაც ვერ ვიტყვით მცირე ბიზნესზე. ასე, რომ თითქოს დაბალ ფენას ემსახურება მინიმალური ხელფასი, მაგრამ როგორც ვხედავთ არც ასე ადვილადაა საქმე.

შემდეგი პრობლემა ადგილს ჰპოვებს თვითონ სამუშაო ძალაში. როდესაც გვაქვს მინიმალური ხელფასი ვთქვათ 200 ლარი, მაშინ ყველა მუშა ქვემოდან შემოისაზღვრება 200 ლარად. ის ვისი მუშაობაც 100 ლარი ღირს და ცუდად აკეთებს საქმეს და ისიც ვისი ძალა 190 ლირს. როგორც ვხედავთ, მივედით იქამდე, რომ ერთი შეიძლება მეტს იმსახურებდეს, მეორე ნაკლებს, მაგრამ მათი სამუშაო ხარისხი ვეღარ იზომება ვერაფრით და შესაბამისად ერთი სტანდარტის ქვეშ გადის ორივე - 200 ლარიანი მუშები.

არსებობს კიდევ მრავალი პრო და ანტი არგუმენტი იმისა, თუ რატომ არის მინიმალური ხელფასი კარგი ან ცუდი. ზემოთ წარმოდგენილია ძირითადი მიდგომები და არგუმენტები. ასე, რომ შესაძლოა რაღაცა ეკონომიკური ნაბიჯი მიმზიდველად მოგვეჩვენოს და ერთი შეხედვით პრობლემას აგვარებდეს, მაგრამ აუცილებელია თითოეული გადაწყვეტილების დეტალური გაანალიზება და შემდეგ უკვე ფიქრი იმაზე, შემოვიღოთ თუ არა ესა თუ ის უაზრო კანონი.

(c) ზვიად ხორგუაშვილი, 2011 წ. 

10 comments:

  1. ar wamikitxavs mara egrea me movkvde im naxazidan etyoba ukve

    ReplyDelete
  2. ყოჩაღ ზვიად ძალიან კარგია. გირჩევ გიორგი როსებაშვილის სტატიასაც გაეცნო tavblog.wordpress.com–ზე სტატიას ქვია "ამას არ გეუბნებოდი?"

    ReplyDelete
  3. საბა ჯაჯანიძეMarch 6, 2011 at 9:20 PM

    კაია, რაც არ ვიცოდი - ისიც გავიგე :)))

    ReplyDelete
  4. ინფლაციაზე ვერ დაგეთანხმები. შრომის ღირებულების გაზრდას ინფლაციასთან კავშირი არ აქვს

    ReplyDelete
  5. ზვიად ხორგუაშვილიMarch 7, 2011 at 8:46 AM

    ვსიო მართალია აბსოლუტურად გეთანხმებით :))) ამოვიღე :)ფულზე უშუალო მონოპოლია სახელმწიფოს აქვს ძაან კეინზიანურში გადავჭრილვარ :))))

    ReplyDelete
  6. ივანე კოპაძეMarch 7, 2011 at 11:36 PM

    კარგი პოსტია ზიკო, ვახოს ნათქვამში ვერ ვერკვევი იურისტი კაცი, თმცა რაც წავიკითხე ძალიან მომეწონა

    ReplyDelete
  7. ზვიად ხორგუაშვილიMarch 8, 2011 at 3:24 AM

    გაგარკვევ. ინფლაცია ხდება მაშინ როდესაც სახელმწიფო ხელოვნურად ზრდის ფულის მასას ეკონომიკაში, ანუ მეტს ბეჭდავს. ეს მხოლოდ ეროვნულ ბანკს შეუძლია და ამისთვის აქვს საკმარისი ბერკეტები. მე მეწერა, რომ მუშებზე ხელფასი რომ გაიზრდება - თუ - მეწარმეები შეეგუებიან გაზრდილ ხელფასს და დაიტოვებენ მომუშავეებს, მაშინ ფასებიც გაიზრდება და მოხმარებაც მთლიან ეკონომიკაში. ესე ფიქრობდა ქეინზი :) მაგრამ საქმეც იმაშია, რომ ეს მწარმოებლები არ დაიტოვენ ზედმეტ მუშა ხელს და ხელფასების ზრდას დააბალანსებენ ადამიანების სამუშაოდან გაშვებით. და მეორე მომენტიცაა - თუ ვთქვათ და ისეთ პროდუქტებზე, რომლებშიც უშუალოდ შედის მუშა-ხელზე გაწეული ხარჯი გაიზარდა, აუცილებლად შემცირდება სხვა პროდუქტის ფასი სადაც ეს არ შედის. ანუ დააბალანსებს ერთმანეთს.ერთი გაიზრდება და მეორე შემცირდება და საერთო ჯამშიც ყველაფერი ისევე დარჩება. ასე, რომ რაც არ უნდა ხელფასი დააწესო ვერ წაახალისებ ვერც მომარებას და ეს პირიქით ცუდია ეკონომიკისთვის. ხოდა ინფლაციასაც შანსი არ არის ვერ გამოიწვევს. ბოლო დროს ხშირად მიწევს ღამე 3-4 საათზე წერა და ბევრი შეცდომები მეპარება ხოლმე

    ReplyDelete
  8. შემდეგი პრობლემა ადგილს ჰპოვებს თვითონ სამუშაო ძალაში. როდესაც გვაქვს მინიმალური ხელფასი ვთქვათ 200 ლარი, მაშინ ყველა მუშა ქვემოდან შემოისაზღვრება 200 ლარად. ის ვისი მუშაობაც 100 ლარი ღირს და ცუდად აკეთებს საქმეს და ისიც ვისი ძალა 190 ლირს. როგორც ვხედავთ, მივედით იქამდე, რომ ერთი შეიძლება მეტს იმსახურებდეს, მეორე ნაკლებს, მაგრამ მათი სამუშაო ხარისხი ვეღარ იზომება ვერაფრით და შესაბამისად ერთი სტანდარტის ქვეშ გადის ორივე - 200 ლარიანი მუშები.

    არანაირად არ მესმის ეს არგუმენტი.

    რატომ ავიყვან მე 100 ლარიან მუშას 200 ლარად თუკი ვიცი რომ არსებობს 190 ლარიანი მუშა, რომელიც უკეთ აკეთებს საქმეს და რომლის შრომაც იგივე ფასი დამიჯდება? დამქირავებლები გგონია დებილები თუ სამუშაო ძალა უკიდურესად არაკვალიფიცირებული?

    მთლიან სტატიას რაც შეეხება, მთავარი არგუმენტია გამორჩენილი. მინიმალური ხელფასი არ აძლევს ბიზნესს იმის საშუალებას, რომ აბუჩად აიგდოს დაქირავებულები ან მათ შრომას სასაცილო ფასი დაადოს. ეს კი სავსებით შესაძლებელია მოხდეს თუკი ავტორის მსჯელობას დავეყრდნობით, რისი მიხედვითაც ჭეშმარიტ თავისუფალ ბაზრამდე ჯერ ბევრი გვიკლია და მონოპოლისტური გარიგებების დიდი ალბათობა ისევაა ამ ქვეყანაში :)))

    ReplyDelete
  9. ზვიად ხორგუაშვილიMarch 14, 2011 at 2:57 PM

    ჭეშმარიკი ტავარიშჩის კომენტარია (კომენტარის ბოლო ნაწილი) :) სლავა ველიკამუ იოსებუ დაგავიწყდა პოლკოვნიკო :)))

    ReplyDelete