Tuesday, August 28, 2012

შევიკრათ ღვედი, ანუ მორიგი ილუზია

"აკრძალვა სცდება ფარგლებს, როდესაც ცდილობს გააკონტროლოს ინდივიდის არჩევანი."
აბრაამ ლინკოლნი

ღვედების შეკვრის აუცილებლობის კანონის შემოღების დროს არჩევანი ორ სიკეთეს შორის გვაქვს, ერთის მხრივ არჩევნის თავისუფლება და მეორეს მხრივ საზოგადოების დაცვა სხვადასხვა ჯანმრთელობის დაზიანებისგან, ზოგ შემთხვევაში სიცოცხლისაც კი. იმისთვის, რომ დიადმა კანონმდებელმა სწორი არჩევანი გააკეთოს, საჭიროა, შეადაროს ერთმანეთს ის, თუ რომელი უფლების შეზღუდვით მიიღებს უკეთესს შედეგს და რომლის შეზღუდვით – უარესს. მაშასადამე, მინდა დავეხმარო კანონმდებელს. 

არჩევნის თავისუფლება
ყველა ადამიანს აქვს უფლება აირჩიოს ცხოვრების ის გზა და ის სტილი, როგორიც მას სურს, თუ სხვათა უფლებებსა და თავისუფლებებს არ არღვევს. ღვედის შეკვრა/ არ შეკვრით ადამიანი სხვის თავისუფლებაში არ ერევა. შევიკვრავ მე ღვედს თუ არა ამით საფრთხე არცერთ სხვა მძღოლსა და ფეხითმოსიარულეს არ შეექმნება. შესაბამისად, ადამიანის იძულება ამ მხრივ არჩევნის თვისუფლების შეზღუდვაა.

თუმცა იბადება მარტივი კითვხვა, სინამდვილეში, ხომ უფრო მნიშვნელოვანია დავიცვათ ადამიანის სიცოცხლე და ასე წვრილმანად შევზღუდოთ ადამიანის თავისუფლება (ახლა ღვედი, ნება იბოძე და მოითმინე!), ვიდრე გავწიროთ და თავისუფლება იყოს დაცული.

უპირველეს ყოვლისა, ასეთი არგუმენტი ლეგიტიმურია მაშინაც, როდესაც ჩვენს ვსაუბრობთ თვითმკვლელობაზე. მოდით ავკრძალოთ თვითმკვლელობები, ვუთხრათ ადამიანებს, რომ თვითმკვლელობა არ შეიძლება. თუმცა აქ ყველა იტყვის, რა სისულელეა, ეს სულ სხვა საკითხიაო?! ჩემი აზრით, არავითარ შემთვევაში არ არის ეს სხვა საკითხი, უფრო მეტიც ეს ზუსტად ის საკითხია. ადამიანი, ღვედს თუ არ შეიკრავს, ესეიგი სერიოზული ავარიის შემთხვევაში ის მოკვდება, შესაბამისად ღვედის არ შეკვრით ის შეგნებულად ჩაიგდებს თავს საფრთხეში. არა შემთხვევით, რადგანაც კანონის არსებობის შემთხვევაშიც შეიძლება შემთხვევით დაივიწყო ღვედის შეკვრა, არამედ შეგნებულად. თვითმკველობისა და ღვედის არ შეკვრის შემთხვევებში არსებობს მოტივაცია, ადამიანის სუბიექტური ნება – გადახტეს ან არ გადახტეს, შეიკრას ან არ შეიკრას. შესაბამსიად, შინაარსობრივი განსხვავება თვითმკვლელობასა და ღვედის არ შეკვრით თავის საფრთეში ჩაყენებას შორის არ არსებობს. 

ასევე ყველამ ვიცით, რომ ნებისმიერი შეზღუდვა განაპირობებს უფრო დიდ შეზღუდვას. არც საბჭოთა კავშირი,არც ფაშიზმი, არც ბევრი სხვა ავტორიტარული რეჟიმი დაწყებულა გრანდიზული მკვლელობებისკენ მოწოდებით, ხშირად პირიქით, მათ კეთილშობილური მიზნებიც ამოძრავებდათ– სამსახური ყველა ოჯახს, ადამიანის მონობისგან განთავისუბლება, ქვეყნის განვითარება! ამ მიზნებისათვიის თავიდან წვრილმანი შეზღუდვები წესდებოდა. შესაბამისად, ძალადობა იწყება წვრილმანებიდან და ამ წვრილმანების სხვადასხვა სახით განმტკიცება–განმარტებიდან, თუ დაიჯერებ და დათანხმდები პირადი თავისუფლების წვრილმან შეზღუდვას, მერე დათანხმდები ცოტა უფრო მეტ შეზღუდვას, მალევე დათანხმდები სახელმწიფოს მიერ „გაპრავებულ“ მკვლელობასაც, ძალიან კეთილშობილური და ღრმა მიზნებისათვის. 

მე, რა თქმა უნდა, არ ვამბობ, რომ ღვედების შემოღებით დღეს ფაშისტური რეჟიმის დანერგვას ცდილობს ვინმე. არა, მე უბრალოდ მარტივ ადამიანურ ფსიქოლოგიაზე და სახელმწიფოს „მიდრეკილებებზე“ ვსაუბრობ. ერთის მხრივ, თუ სახელმწიფო ცდილობს შეზღუდოს ჩვენი ისეთი თავისუფლების ნაწილი, რომლითაც ჩვენ სხვათა თავისუფლებაში არ ვიჭრებით, და ჩვენ ვთანხმდებით, სახელმწიფოს უჩნდება სურვილი უფრო და უფრო გააკონტროლოს ეს ჩვენი შინაგანი სფერო, რითაც საბოლოო ჯამში, ბერლინს თუ დავესესხებით, ადამიანი, როგორც ინდივიდი, არსს კარგავს.
ბევრს ეგონებოდა, რომ მე ამით დავამთავრებდი, მაგრამ, როგორც ზევით არაერთხელ აღინიშნა, არჩევნის თავისუფლების მეორე მხარეს დგას საზოგადოების დაცვის სურვილი, მისი უგულველყოფა მხოლოდ არჩევნის თავისუფლებით ბევრი სულით ტროცკისტისთვის ან უბრალოდ დაბნეული ან სხვა ღირებულებების მქონე ადამიანისთვის მიუღებელია, რადგანაც რა შუაშია თავისუფლება, თუ თავად „ჭეშმარიტება“ გვკარნახობს ღვედის შეკვრას, მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ ეს „ჭეშმარიტება“ სახელმწიფოა, რომელიც აწ უკვე ათეულობით საუკუნის განვმალობაში გულმოდგინეთ, და აშკარაა, რომ წარმატებით, „აბოლებს“ მილიარდობით ადამიანს (აქ მინდა ხაზი გაუსვა სრულიად არ ვარ ანარქისტი, უბრალოდ ადამიანის თვისუფლების მწამს!). 

უპირველეს ყოვლისა, კვლევები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ღვედის შეკვრა იცავს ადამიანს, და კვლევები, რომლებიც ამას უარყოფენ, მრავლად მოიძებნება მსოფლიოს სამეცნიერო სამყაროში. როგორც ჩანს, მთავარია მიზანი გქონდეს და კვლევა შენი მიზნების „გასაპრავებლად“ აუცილებლად მოიძებნება. შესაბამისად, არც თუ ისე სწორია, ერთ კვლევებს ვენდოთ ბრმად, და სხვა კვლევები დავივწყოთ, რადგანაც მარტივად გვეზარება მათ გაანალიზება და სამეცნიერო შედარება. „რადგანაც სახელმწიფო ამბობს ეს სწორია“–ს პრინციპით, თუ ვიარსებებთ, ეს მხოლოდ ფაშიზმამდე მიგვიყვანს. თუმცა ყველა კვლევას შორის, რომელიც ამ ეტაპზე მოვიძიე, რამოდენიმე განსაკუთრებულ ყურადღებას იწვევს. ერთ–ერთი ასეთია იაპონიაში ჩატარებული კრაშ–ტესტების სერია Nissan Wingroad-ზე და სხვა ტიპის მანქანებზე. მეცნიერებმა დაადგინეს შემდეგი რამ. ღვედების ეფექტურობა (ბალიშებთან ერთად), როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილეები მოძრაობენ 40–80 კმ/სთ–ის სიჩქარის ფარგლებში არის 70 პროცენტი. ანუ ასეთ სიჩქარეზე ღვედი ნამდვილად გამოდის გზებზე „გადამრჩენის“ როლში, თუმცა იმავე კვლევაში დაფიქსირდა, რომ თუ მანქანა მოძრაობს 80 კმ/სთ–ში მეტი სიჩქარით ღვედები არა მარტო არაეფექტურია, ხშირ შემთხვევაში, სასიკვდილოცაა, რადგანაც ამხელა დატვირთვების დროს თავისი ფუნქციების შესრულებისას ის ასრულებს სასიკვდილო როლს, რადგანაც ორგანიზმზე დატვრითვას 7ჯერ ზრდის, რაც ფატალური შედეგის ალბათობას 3–ჯერ ზრდის. თუმცა არც დაბალ სიჩქარეებზეა ღვედი ეფექტური. დაბალ სიჩქარეზე მომხდარი ავარიების დროს ღვედი პირიქით, გვაყენებს უფრო მეტ დაბეჟილობას, ვიდრე ჩვეულებრივ სიტუაციაში მივიღებდი, რაც შეიძლება ძვლების ჩამტვრევითაც გამოიხატოს. 

გარდა ზევით მოყვანილი არგუმენტისა, უბრალოდ საღად, რომ შევხედოთ, მსოფლიოში ყოველწლიურად, მათ შორის საქართველოშიც, საგრძნობლად იმატებს მანქანების რაოდენობა . ეს ნიშნავს იმას, რომ მოძრაობა გზებზე ნელდება (რაც უფრო მეტი მანქანაა, მით უფრო დატვირთულია გზები) და ავტომატურად ავტო–საგზაო შემთხვევების რაოდენობაც მცირდება და ზიანიც გაცილებით ნაკლებია. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ პროპაგანდირებადი საგზაო–შემთხვევებისგან დაშავებულთა რაოდენობის შემცირება რომ ღვედების დამსახურებაა, თავად განსაჯეთ...

მესამე, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ბევრმა მოქალაქემ იცის ის შემთხვევები, როდესაც ღვედს გადაურჩენია, მაგრამ არ იცის ის შმეთხვევები, როდესაც ღვედს დაუღუპავს ადამიანები. ეს ხდება იმიტომ, რომ ღვედების შეკვრას, როგორც გარკვეულ დოგმას ექცევიან და ჟურნალისტებს ან სხვა პირებს ადამიანის დაღუპვის შემთხვევაში კითხვა არც უჩნდებათ, თუმცა, თუ ღვედი არ ქონდათ შეკრული საბედისწერო ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ამას აუცილებლად „გააპიარებენ“. 
როგორც ვხედავთ, კვლავაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ არჩევანი გავახილოთ თუ არა თვალები, თუმცა ამ შემთხვევაში მაინც ამ უფლების უზურპაციას გარდა თქვენივე კრიტიკული აზროვნებისა, ვერავინ მოახდენს.


(c) ილია ღლონტი, 2012 წ.

2 comments:

  1. ბრავო ილო მალაცი ნუ :*

    ReplyDelete
  2. Custom Titanium Stud Earrings - Tioga.com
    Custom custom titanium linear compensator titanium stud earrings for ford edge titanium for sale sale at titanium curling iron Tioga.com. Check our custom titanium stud titanium trim hair cutter reviews earrings titanium bar selection.

    ReplyDelete