Saturday, September 22, 2012

ვის მივცე ხმა?

ერთი საკმაოდ საინტერესო პოსტი ვნახე მიმდინარე მოვლენებზე. იდეა ის იყო, რომ კიდევ ერთხელ ცხელ გულზე ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებასო. საზარელი რა მოხდაო, მაგრამ ამ ემოციებში უფრო მნიშველოვანი რამ არ გამოგვეპაროსო, ან იგივე შეცდომა არ დავუშვათო. დასხედით და დაფიქრდით ვინ რა გააკეთაო და ისე გადაწყვიტეთ თქვენი ხმის და, შესაბამისად, ქვეყნის ბედიო.

ეს დღეები ძალიან დაბნეული ვარ, არ ვიცი ვის მივაშავო ეს ჩემი ხმა, რომელიც შეიძლება არაფერს წყვეტს, შეიძლება ყველაფერი უკვე წინასწარ განსაზღვრულია, მაგრამ, ჩემთვის მაინც მეცოდინება, რომ რაღაცაზე ვფიქრობდი, როცა ამ გადაწყვეტილებას ვიღებდი. ჩემთვის მაინც მეცოდინება, რომ ამას შეგნებულად, გააზრებულად ვაკეთებდი და რაღაც მოტივაცია მქონდა. და ბოლო ბოლო, მეცოდინება, რომ ჩემი ბრალია და შევწყვეტ დამნაშავის ძიების პროცესს.

ჰოდა ახლა მინდა ჩემთვის გავიაზრო, ვის რა გაუკეთებია და დასკვნამდე მივიდე. პირველ რიგში მგონია, რომ ამ მსჯელობაში წინასაარჩევნო პროგრამები და დაპირებები უნდა დავიკიდო. ვისწავლე, რომ ნებისმიერი წინასაარჩევნო პროგრამა პოპულიტურა და ამ პროცესს განაპირობებს:

მოვისმინე - გულზე მომხვდა - შემიპყრო - ავჟიტირდი - შევები, დავიკერე.

კონკრეტული მაგალითები? ა, ბატონო:

· ჩემი მიზანია, რომ გამთლიანებული საქართველო ვნახოთ...
თუ დავფიქრდებით, გავიაზრებთ, ვნახავთ, რომ დაპირებაც არაა. ეს ზოგი ადამიანისთვის მიზანია, ზოგისთვის ოცნება. ტრა ლა ლა ლა ... მაგრამ ისე ემოციურად იყო წარმოთქმული, გულზე მჯიღის ცემით, ცრემლის გადმოგორებით თვალზე, რომ ჩვენ დაპირებად აღვიქვით და ეს ჩვენ რაღაც პროცენტი ვართ ...

· ჩემი მოსვლის შემდეგ, მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ თქვენ გქოდეთ უფასო განათლება, უფასო დენი, უფასო ჯანდაცვა (უფასო ჯანდაბააააა - რა მნიშვნელობა აქვს მეორე ნაწილში რა იქნება, წინ ხომ სიტყვა უფასოა)
თუ დავფიქრდებით, გავიაზრებთ, მივხვდებით, რომ უფასო რაღაც გვექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არ გვექნება! მაგრამ ამას სანამ იტყოდა, ვინც იტყოდა, მანამდე ფასები შეგვახსენა, ის ფასები, რომელსაც ვიხდით ახლა, ჰოდა, კონტრასტი შეიქმნა და ჩვენ ესე (უფასოდ) ცხოვრება ძალიან მოგვინდა და ეს ჩვენ რაღაც პროცენტი ვართ...

· მე ვეცდები რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას
თუ დავფიქრდებით, გავიაზრებთ, წესით ერთხმად ვეტყვით: „მოდი იდი ნახუი, სანამ არ გვეტყვი, როგორ აპირებ ამას, სანამ კონკრეტულ გეგმას არ დადებ“. მეც ვეცადე ჩემ უფროსთან საქმე დამელაგებინა, მაგრამ, არაფერი გამომივიდა - რატომ იცით? მას არ უნდოდა. მაგრამ სანამ ამ დაპირებას გააკეთებდა, აგვისტოს ომის კოლაჟი გაუშვა, დაღუპული ბიჭების ისტორიები მოგვიყვა, თან ვითომ ეს კადრები არ კმაროდა დასაზაფრად, მძაფრი მუსიკა დაადო, დიქტორი მოძებნა განსაკუთრებული, „სოკოლოვისებური“ ხმით. ჩვენ კი მომხდარი ძალიან გვტკიოდა და ისევე ძალიან, როგორც გვტკიოდა, მოგვინდა რუსეთთან დალაგებული ურთიერთობა. მერე რა, რომ გვითხრა, ვეცდებიო, ჩვენ ეს მაინც დაპირებად აღვიქვით და ეს ჩვენ რაღაც პროცენტი ვართ...

მოკლედ აღარ გავაგრძელებ, ასეთი მაგალითი ბევრია. ჩვენ არ დავფიქრდით, პროცენტი პროცენტს მიემატა და არჩევანი გაკეთდა. ვიღაცისთვის შეუსრულებელი დაპირებების წუწუნის 4 წელი, ვიღაცისთვის კი, ნეტარების 4 წელი, გარანტირებული ხელფასით არაფრის კეთებისთვის, გარანტირებული ხელშეუხებლობით დანაშაულის ჩადენისას, გარანტირებული მიკროფონით თვითრეალიზებისთვის. ამ არ ფიქრით მივიღეთ ის, რომ ახლა არის რაღაც კატეგორია ადამიანების (ბევრი), რომლებმაც არჩევნებამდე 9 დღით ადრე არ ვიცით ვინ ავირჩიოთ.

მომწონს ნაციონალური მოძრაობა, იმიტომ რომ:

· შევარდნაძის რეჟიმი დაამარცხა (კი, ჩვენს გარეშე ვერ იზამდა ამას, მაგრამ მანამდე ეს ვერავინ ვერ შეძლო)

· მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა (ნაწილობრივ, როცა დაჭირდათ ბევრი რამე უკან დააბრუნეს, ბევრიც წინასწარდაანონსებული, გაწერილი, აღარ გააკეთეს), მაგრამ:

o გარეთ სიარულის აღარ მეშინია

o სახლს, რომ ვტოვებ, არ მეშინია, რომ გაქურდული დამხვდება

o მიწისქვეშა გადასასვლელში მობილურს და ფულს აღარ მაცლიან

o სამსახურს, რომ ვერ ვიშოვიდი, რა ჭკვიანიც არ უნდა ვყოფილიყავი, ვიშოვე

o რაც არ უნდა მემეცადინა, უმაღლესში, რომ ვერ მოვხვდებოდი, მოვხვდი

o ბევრი, დიდი , დანგრეული შენობა, რომ იდგა, შემცირდა მათი რაოდენობა

· დენი, წყალი, გაზი და გზა მაქვს 21-ე საუკუნეში, რის საფასურსაც ვიხდი (მანამდედაც ვიხდიდი, მაგრამ არ მქონდა)

· ახალი ქალაქები აშენდა, ტურისტები მომრავლდნენ

· კრიმინალური სამყარო დაამარცხეს (მაგრამ ჩემთვის ის უფრო მიუღებელია პოლიციელი, რომ იგივეს ჩადის)

არ მომწონს ნაციონალური მოძრაობა, იმიტომ რომ:

· ორმაგი სტანდარტებით მართავდნენ ქვეყანას / კანონის წინაშე ყველა თანაბარი არ იყო. მაგალითად: გვირგვლიანის მკვლელები სათანადოდ არ დაისაჯნენ.

· სასამართლოს არაფერი ეშველა

· მედია არ გათავისუფლდა

· დიქტატურა ლიბერალიზმში შეფუთა და შემომასაღა - როცა დაჭირდა ვაუჩერები არიგა და დასაქმების სამინისტრო შექმნა

· პიარს გადაყვა - უფრო მნიშველოვანიდან უმნიშვნელოზე გადაქონდა ჩემი ყურადღება

· ჭკვიანი ადამიანები არ შემოიკრიბა

· გონზე არ იყო რა ხდებოდა ბევრ ის სფეროში, რომელსაც მსოფლიოსთვის მისაბაძს ეძახდა

· არაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ სამოქალაქო საზოგადოება შემდგარიყო

· განსხვავებული შეხედულებების ადამიანები, დევნეს

· არაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დღეს ასეთ მდგომარეობაში არ ვყოფოლიყავით და ორს შორის არჩევანის წინაშე არ დავმდგარიყავით

ანუ რეალურად ძალიან მნიშველოვანი, ფუნდამეტური რაღაცეები არ გააკეთეს.

მომწონს ქართული ოცნება, იმიტომ რომ:

· ხელისუფლება გამოაფხიზლა (თუმცა, არც ის გამიკვირდება გარიგებულები იყვნენ)

· მათი გამოჩენის მერე, ხალხიც უფრო გამოფხიზლდა

· რევოლუციით ხელისუფლების ცვლილების მომხრეებიც მაინცადამაინც არ არიან

არ მომწონს ქართული ოცნება, იმიტომ რომ:

· მასზე არაფერი ვიცი

· არ მომწონს აფიშირებული ქველმოქმედება

· არ მომწონს, როცა უკვე ეხლა, სანამ მოვლენ, ჯერ ერთს ამბობენ და მერე მეორეს

· ხალხს, ვისაც მისი არ ჯერა, ან გაურკვეველი მიზეზების გამო ეშინია საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, ან დაღლილია და აღარ უნდა მიტინგებზე დგომა, დასჯით ემუქრება (მათ შვილებსაც)

· მის ნახმარს ორმაგი ფასი უნდა დავადო, რაღაც გაურკვეველი მიზეზებით

· ჯერ ამათ რამდენი ნაგავი გამოყვათ, რამდენი სულელი თანამდებობაზე დანიშნეს, რომ გვერდშიდგომა დაეფასებინათ, და მანდ რამდენი ეგეთია, სად წავა ამდენი ხალხი

· 20-მდე ადამიანი მაინც ვიცი, ვინც შიგნითაა და ყველას პრეზიდენტობა უნდა

· ვერ ვიგებ რა იდეის ირგვლივ ერთიანდებიან

· აკნინებენ სექსუალურ, ეროვნულ უმცირესობებს

· ოცნებობენ საბჭოთა კავშირზე

· ბევრი ამორალური, მიუღებელი სახეა - უმეტესად იმ ადამიანების ერთიანობაა, რომელიც ყველა ნავში სხდებოდნენ და მათი კეთილსინდისიერების არ მჯერა

· ვეჭვობ, რომ რუსეთის წისქვილზე ასხამენ წყალს

· ჩვენზე სულელი აღმოჩნდა და, როგორც ამბობს, იმას რასაც ჩვენ მხოლოდ ხმა მივეცით, აფინანსებდა.

· პოლიტიკურ ქულებს მიუღებელი ხერხებით იწერს

· არ გვენდობა, რადგან ეგონა, რომ თუ ამ კადრებს მანამდე არ გამოაჩენდა, იგივე რეაქცია არ გვექნებოდა

სხვები

· ქდმ და ახალი მემარჯვენეები - უნიჭო ნაციონალური მოძრაობები ;

· ლეიბორისტები - ქართველი ჟირინოვსკები

დანარჩენები
თქვენ ვაფშე რა როჟები ხართ?

ეს მინდა იყოს ღია პოსტი, ადამიანის მეხსიერება არ იტევს ყველაფერს, რა გაკეთდა და რა არა. გთხოვთ, სწორი არჩევანის გაკეთებაში დახმარებას. ამ პოსტის ქვეშ დაწერეთ, ყველაფერი რაც გაგახსნედებათ. ოღონდ ნუ დაწერთ 41-ს, 5-ს და სხვა ციფრებსა და რიცხვებს. ეს არასერიოზულია.

წინ ცხრა დღეა, მჯერა, რომ შესაძლებელია მოცემულობიდან გამომდინარე, სწორი გადაწყვეტილების მიღება. და ბოლოს, მე არ ვთვლი, რომ სტუდეტების აქციები უნდა შეწყდეს. რეალური ცვლილებები, მხოლოდ ამ აქციებს მოჰყვა. ადრეც გვირჩიეს დაშლა, მაგრამ ხალხმა არ გავითვალისწინეთ ეს რჩევა და დღეს საქართველო დამოუკიდებელია.

(c) დაბნეული ამომრჩეველი, 2012 წ.

13 comments:

  1. me maxsovs rogor gamoyares devnilebi sacxovrebeli saxlebidan da rogor datoves usaxlkarod. maxsovs rogor daarbies bazrebi da datoves adamianebi sarchos gareshe, rogor moxsnes bevri samarshruto xazi da datoves adamianebi ualternativod. xelisufleba modis msxverpls gavs romelic zamtarshi zafxulis kabit dadis estetikuri silamazis gamo da filtvebis antebas ikidebs. ogond lamazad gamocheniliyo ragaceebi bevrs gadauares da me amas ver vpatiob. xalxia uzenaesi, mattvis unda ketdebodes yvelaferi.

    ReplyDelete
  2. Upirveles kovlisa ukacravad ro qartuli shriftit ar vcer. 2 problema aris chemis azrit dges dgeomit. Mokle pasuxi am problemas: PLURALIZMI XELISUFLEBASHI (Prezidenti erti partiis, parlamentis umravlesoba sxva partiebis). Kmara erti gundis "bezpredeli".

    Grdzeli pasuxi:

    Titqmis kvela nacionaluri modzraobis nakli iqidan gamomdinareobs ro es partia 100% martavs qvekanas. Xalxis mokla, cixeebshi cameba da ukanono jarimebis (da ivanishvilis garda gavixsenot ramdeni biznesi ukanonod dajarimda), ukanonod "cilshi chajdoma"... es kvelaferi ar moxdeboda ro kofiliko saqartveloshi meore politikuri dzala romelsac kritikas garda konkretuli nabijebis gadadgoma sheedzlos.

    Ra gavaketot? Martivia.

    Ar daujerot arc Qartuli Ocnebis sascaul programas, da arc Saakashvilis russophobias ar avkvet.

    2013 oqtombers saqartvelo gadadis parlamentur rejimze. Parlamentis umravlesobas eqneba ufleba ministrta kabineti mtlianad daitxovos. Carmoidginet: aset vitarebashi ukve arc axalaia, arc merabishvili agar iqnebodnen ministrebi. Parlaments miecema amit sashvaleba miigos is aparati romelic umravlesobas moscons (anu daitxovos ministrebi iqamde sanam prezidenti ar danishnavs im premiers romelic parlaments unda).

    Aqedan gamomdinare tu Parlamentshi umravlesoba eqneba qartul ocnebas, am koaliciis ministrebi iqnebian xelisuflebashi. MAGRAM amave dros nacionalebis lideri Saakashvili iqneba prezidenti. Anu, gveqneba, rogorc iqna ara erti gundi romelic kvelafers gadackvets ise rom xels sxva veravin ver sheushlis, aramed ori gundi. VASHA.

    ReplyDelete
    Replies
    1. მსჯელობაში ერთ შეცდომას უშვებთ, Sing Along. ახალი კონსტიტუციის თანახმად პრემიერი უმრავლესობის წარმომადგენელია და ლოგიკურად, მინისტრთა საბჭოც უფრო მეტად უმრავლეობით იქნება დაკომპლექტებული, ვიდრე ოპოზიციით, რადგან მათ პრემიერ წარუდგენს პარლამენტს. დამსატკიცებლად ხმათა უბრალო უმრავლესობაა საჭირო. პრეზიდენტს კი თითქმის არანაირი მმართველობითი უფლებამოსილება არ ეძლევა. თუ მისი და პრემიერის შეხედულებები არ ემთხვევა ერთმანეთს, მინისტრს უპირატესობა აქვს.

      და რა ორპარტიულობაზე საუბრობთ, როცა ქვეყნის მმართველი და საპარლამენტო უმრავლესობა ერთი პარტიის წარმომადგენელი იქნება?!

      Delete
    2. This comment has been removed by the author.

      Delete
    3. Madloba pasuxistvis. Detalebshi axal constitucias jer ar gavecani.

      "ახალი კონსტიტუციის თანახმად პრემიერი უმრავლესობის წარმომადგენელია და ლოგიკურად, მინისტრთა საბჭოც უფრო მეტად უმრავლეობით იქნება დაკომპლექტებული, ვიდრე ოპოზიციით, რადგან მათ პრემიერ წარუდგენს პარლამენტს. დამსატკიცებლად ხმათა უბრალო უმრავლესობაა საჭირო. " Ki batono.

      "პრეზიდენტს კი თითქმის არანაირი მმართველობითი უფლებამოსილება არ ეძლევა. თუ მისი და პრემიერის შეხედულებები არ ემთხვევა ერთმანეთს, მინისტრს უპირატესობა აქვს." Ki batono, magram prezidents sheudzlia daitxovos parlamenti (saparlamento rejimis klasikuri forma). Anu, tu konkretul situaciebshi "ert partiuli bezpredeli" iqna es gamosavalic aris.

      Da kidevac - ara mgonia qartulma ocnebam 40% meti xma moipovos. Kvelaze mtavaria nacionalurma modzraobam ar chaigdos xelshi umravlesoba. Tu 40/40% aiges tito titom parlamenti iqneba idzulebuli koaliciis modelze imoqmedos - rasac didad mivesalmebi.

      Kidev ertxel mainterebs tqveni reaqcia.

      Delete
  3. ძალიან მიკვირს ხოლმე ადამიანებს დღევანდელ დღეს არჩევანის გაკეთება რომ უჭირთ...მშვენივარ გაქვს გაანალიზებული საკუთარი ხედვიდან გამომდინარე ასე თუ ისე პარტიების დადებითი და უარყოფითი მხარეები.მოდი ახლა რაღაცეებს გკითხავ: მოგწონს ნაციონალური მოძრაობა, იმიტომ რომ:

    · შევარდნაძის რეჟიმი დაამარცხა (კი, ჩვენს გარეშე ვერ იზამდა ამას, მაგრამ მანამდე ეს ვერავინ ვერ შეძლო).კითხვა: რატომ არ არის შევარდნაძე ციხეში?
    .მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა (ნაწილობრივ, როცა დაჭირდათ ბევრი რამე უკან დააბრუნეს, ბევრიც წინასწარდაანონსებული, გაწერილი, აღარ გააკეთეს).რას ფიქრობ განათლების სიტემაზე, იმაზე რომ 9 წელიწადში შეიცვალა 6 მინისტრი და თან ყველა არაპროფესიონალი.რეალურად რას დაემსგავს სკოლა? რას წარმოადგენს მანდატურის სამსახური? უნივერსიტეტებში თვითმმართველობა რატომ ემორჩილება ნაციონალურ მოძრაობას? რატომ ხდება ლექტორები შერჩევა პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე.
    o სამსახურს, რომ ვერ ვიშოვიდი, რა ჭკვიანიც არ უნდა ვყოფილიყავი, ვიშოვე გილოცავ სამსახური რომ იშოვე მაგრამ რა ქნას იმ ხალხმა 40-50 ასაკის გამო სამსახური რომ არ აქვთ? და თჲ ქონდათ გამოყარეს?
    ბევრი, დიდი , დანგრეული შენობა, რომ იდგა, შემცირდა მათი რაოდენობა ..სად წავიდა ბევრი დიდი შენობები რატომ გაიყიდა ამდენი შენობა?
    · დენი, წყალი, გაზი და გზა მაქვს 21-ე საუკუნეში, რის საფასურსაც ვიხდი (მანამდედაც ვიხდიდი, მაგრამ არ მქონდა) მადლობა ღმერთო რომ ეს ყოველივე მაქვს რადგანაც ყველაზე წყალუხვ ქვეყანაშიც კი წყლის გადასახადს ვიხდი და მხოლოდ საქართველოში ნაგავი თურმე დენს წერს. გზას კიდევ 9 წელია გვაყვედრიან და ბევრგან არც არის დაგებული. ყველა სოფელშია წყალი, შუქი?
    ახალი ქალაქები აშენდა, ტურისტები მომრავლდნენ ?? რომელი ლაზიკა? თუ ანაკლია? ფასადები მოგწონს? მარჯანიშვილზე რომ ჩამოინგრა თუ ჩამოხა ნახავდი უკვე.. ეგეთი აშენებული მოგწონს? ტურისტები მომრავლდნენ კი ბატონო რა შედარება 9 წლის წინ ტურისტი არ იყო ჩვენთან მაგრამ რამდენს ხარჯავს ტურისიტი და რეალურად მოგება ეს საქართველოსთვის? ტურიზმი ვერ აგვაყვავებს.. საბერძნეთის მაგალითზე ნახავდი კიდევაც..
    ანუ რეალურად ძალიან მნიშველოვანი, ფუნდამეტური რაღაცეები არ გააკეთეს.- ჩემი მოკრძალებული აზრით არაფერი არ გააკეთეს ქვეყნიოს მართვის გონზე არ არიან. ბიუჯეტიც კი არ არის სწორად დაგეგმილი და ბიუჯეტი რომ შეჭამეს ეგეც მოგეხსენება ალბათ.
    რაშიც არ მოგწონს მაგ საკითხებში მეც გეთანხმები.კიდევ კითხვები: რატომ შეიცვალა კონსტიტუცია? რატომ აქვს კანონს უკუძალა(ესეთი პრეცენდენტი არ არსებობს).რას მიკეთებს მოგელაძის უწყება? რატომ არის საარსებო მინიმუმი ასეთი დაბალი? რატომ არის ხელფასები ასეთი დაბალი?(პედაგოგებისთვის, ექიმებისთვის და ა.შ)? სად არის დაპირებული 100 დოლარიანი პენსია? რატომ გვისახავენ ყოველ 3 თვეში ერთხელ ახალ 5 , 10 პუნქტიან გეგმებს სახელმწიფოს წინ წასაწევად რომელიც რა თქმა უნდა არ სრულდება? რატომ არის ამ ქვეყანაში ყველაფერი ფასადური? სად მიდის მოზიდული გრანტები? რატომ გვაქვს ამხელა საგარეო ვალი? რატომ არ ყვავის ეკონომიკა? რატომ გამდიდრა ზოგიერთი სახელისუფლებო წევრი? რატომ არის მონოპოლიები? ბენზინის ფასი? ინფლაცია? როგორ უნდა გახდეს 40 მილიარდი საქართველოს ბიუჯეტი? რატომ გვამცირებს ვაუჩერების დარიგებით?

    ReplyDelete
    Replies
    1. avtori: ეს პოსტი არ იყო კითვხებისთვის, თქვენ და სხვებს ეს პოსტი უნდა გაგევრცოთ, თუ სურვილი გაგიჩდებოდათ :) როგორც წერია, ღია პოსტია. მაგრამ, რაღაცეებში არც მე გეთახნმებით: 1) შევარდნაძე, რომ ციხეში არ ჩასვეს, ეს, ერთი მხრივ, არ იყო ცუდი გადაწყვეტილება - ჩვენთან ასეთი ტრადიცია, ვიღაც მართავს, მერე ხალხი ბრაზდება, ჩამოაგდებს და იწყება ამ ადამიანების დევნა. მოლოდინი, რომ ჩემი წასვლის შემდეგ გამასამართლებენ, იწვევს მმართველის დიქტატორად ჩამოყალიბების პროცესს. ის ყვლაფერს კადრულობს და აკეთებს, რომ არ წავიდეს. მაგრამ სამწუხაროდ, პრობლემა შევარდნაძის გაუსამართლობაში კი არაა, პრობლემა არის ორმაგ სტანდარტებში, ზოგთან გამოიყენეს და ზოგთან არ გამოიყენეს, როგორც აწყობდათ იმის მიხედვით. ორმაგი სტანდარტები კი ნამდვილად ვთქვი. 2) განათლებაში მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა. გეთანხმებით ბევრი უსარგებლო და, კიდევ უფრო ცუდი, ზიანის მომტანი მინისტრი გვყავდა. მადატურის სამსახური, პოლიტიკური შეხედულელების მიხედვით ლექტორები შერჩევა - სიტყვა დიქტატურა ნამდვილად გამოვიყენე, მაგრამ კარგია, რომ ამის მაგალითები ჩამოთვალეთ. 3) 40-50 წლის ადამიანებს სამსახური რომ არ აქვთ - ამის განზოგადება ასე არ გამოვა, ვიცობ 40-50 წლის ადამიანებს, რომლებსაც სამსახური აქვთ. თუ ქონდათ გამოყარეს - ასაკის გამო მაინცადამაინც არ მახსენდება ჩემს ახლო-მახლოში ვინმე გამოეგდოთ. შეიძლება მართალი ხართ, მაგრამ ადამიანს, როცა რაღაცა მიზეზის გამო სამსახურიდან უშვებენ, ნამდვილი მიზეზის აღიარებას ალბათ ურჩევნია, ასაკის გამო გამომიშვესო თქვას. მოკლედ ესეც არაა გამორიცხული, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ ასეთი შემთხვევები ხდებოდა. არამგონია, ეს სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი ყოფილიყო.
      4) პრივატიზაცია <3 ამაზე ვერ შევთანხმდებით :) 5) დენი, წყალი, გაზი :) მე მანდ ფრაზებით "21-ე საუკუნე", "მე ვიხდი" მგონი გამოვხატე სათქმელი და დამოკიდებულებაც. მარა, საინტერესო ისაა, რომ არ გვქონდა :)ამიტომ მომიწევს მათ მიღწევათ ჩავთვალო. რაღა მაგის პასუხია და :) ნაგვის დაყრაზე მართლა გადავახდევინებდი ადამიანებს :) ჯარიმას. ჰო ყველგან არაა, მაგრამ ადრე არსად არ იყო, ახლა კი ბევრგანაა. მხოლოდ ცუდის დანახვა და კრიტიკა ადვილია :)

      Delete
    2. კვლავ ავტორი: 6) სიღნაღი, ბათუმი, თელავი,მცხეთა :) კიდევ ბევრი :) მარჯანიშვილზე ჩამონგრეული არ მინახავს. სწრაფად შენებას ახლავს დეფექტები (სახლში რომ მქონდა რემონტი, იქიდა ვიცი) - დეფექტის გამოსწორება შესაძლებელია. უშეცდომო არავინ ვართ. ტურისტი ბევრს ხარჯავს, კონკრეტული რიცხვები ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ წელს ბათუმელები კმაყოფილები იყვნენ. მხოლოდ ტურიზმმა შეიძლება არ აგვაყვავოს, მაგრამ მისი განვითარება ქვეყანას წინ წაწევს (ნუ ნაგვსი ფანჯრებიდან ეზოში გადაყრას თუ გადავეჩვევით, უფრო მეტად). 7) ბიუჯეტიც კი არ არის სწორად დაგეგმილი - მე არ მაქვს ამბიცია, რომ ქვეყის მართვაში ამათზე უკეთესად ვერკვევი. თუ შენ აქ დადებ ალტერატიულ გადანაწილებას ბიუჯეტის და ის აჯობებს (ანუ კომპეტენტური :)))) ადამიანები ასე ჩათვლიან ძალიან გამეხარდება). შეჭამეს თუ არა ბიუჯეტი ამის მტკიცებულება მე არ გამაჩნია :) ეს არის ფრაზა, რომელსაც რაც დავიბადე, იმის შემდეგ ყველა ხელისუფლების მისამართით მესმის. პატარა, რომ ვიყავი, რაღაც ნამცხვარივით მეგონა და ვნერვიულობდი ხოლმე :) მიყვარდა ნამცხვარი მაგრად :) 8) რატომ შეიცვალა კონსტიტუცია? შეიცვალა, შეიცავალ, მარა მე უფრო ასე დავსვამდი ამ შეკითხვას - რატომ იცვლება კონსტიტუცია ასე ხშირად? უკუძალაზე და ორმაგ სტადარტებზე ვთქვი (როგორც მინდა ვჭრი და ვკერავ პრიციპი); უფრო დაბალიც მახსოვს საარსებო მინიმუმი; ანაზღაურება პედაგოგებისთვის, ექიმებისთვის რატომაა დაბალი - იმიტომ რომ საჯაროააააააააა, საჯაროოოო. პენსიის საკითხი მისაწერი, მარა დაგროვებითზე გადავსულიყავით ნელ-ნელა არ იქნებოდა ურიგო :) რომ არ სრულდება ესაა პრობლემა :) და მაგაზე მეწერაკიდეც :) თორე ახალს არ ვერჩი არაფერს. ფასადურობა - შემომასაღეს მეთქი, მიშვნელოვაიდან, უმიშვნელოზე გადაჰქონდათ ყურადღება-თქო. რა გრანტები? რამხელა ვალი? 9) ჰა ჰა - რატომ არ ჰყვავის ეკონომიკა? :) ძალიან მაგარი კითხვაა ... მათ შორის უკაnდაბრუნებულ - შეჩერებული რეფორმების გამო. 10) რატომ გამდიდრდა ზოგიერთი სახელისუფლებო წევრი - ადრე ყველა სახელისუფლებო მდიდრდებოდა, ახლა მხოლოდ ზოგიერთი. ისევ ორმაგი სტანდარტეები. 11) მე რატომ მეკითხებით, როგორ უდა გახდეს 40 მილიარდი საქართველოს ბიუჯეტი? მე კი არ მირჩევთ. ნუ იმას, რომ ვიღაცამ ჯიბიდა ამოიღოს და დამიდოს ეგ ფული, მირჩევნია არ გახდეს :)) 12) ინფლაცია მერე ნახეთ :) პირადად მე ეროვულ ბანკს გავაუქმებდი. 13) დამცირება არ ვიცი, მაგრამ სულელური ნაბიჯი, რომ არის ეგ კი ვთქვი.

      Delete
    3. მეც ბოდიშს გიხდი შეცდომებისთვის "ნ" იქნება ბევრგან გამოტოვებული - გაფუჭებული აქვს ლეპტოპს და დიდი ძალისხმევა ჭირდება, რომ აიკრიფოს.

      Delete
  4. გადავიდეთ ქართულ ოცნებაზე: რეალურად ქართულმა ოცნებამ ხელი შეუწყო სამოქალქაო საზოგადოების ჩამოყალიბებას,
    წერ რომ ხელისუფლება გამოაფხიზლა-კითხვა რეალურად რატომ გამოფხიზლდა ხელისუფლება სკამების დაკარგვის შეეშინდათ და იციან რომ ყველაფერზე პასუხი უნდა აგონ თუ რამე სხვა ვერსია გაქვს?
    ამბობ რომ, არ მოგწონს ქართული ოცნება, იმიტომ რომ:

    · არ მომწონს აფიშირებული ქველმოქმედება -არც მე მაგრამ ის უნდა გვგონებოდა ამ ყველაფერს ვითომ ჩვენი ხელისუფლება აკეთებდა და ამით ქულები დაეწერათ?
    არ მომწონს, როცა უკვე ეხლა, სანამ მოვლენ, ჯერ ერთს ამბობენ და მერე მეორეს - არც მე, არაოგრანიზებულობას აქვს ადგილი.
    20-მდე ადამიანი მაინც ვიცი, ვინც შიგნითაა და ყველას პრეზიდენტობა უნდა- ძალიან სამწუხარო ამბავია. პ.ს არც მე მომწონს.
    · ვეჭვობ, რომ რუსეთის წისქვილზე ასხამენ წყალს - ვითოომ? მაინდამაინც უნდა გალანძღოს პუტინი? ეგ შედეგებს მოგვიტანს? რეალურად მოისმინე თავიდან ბოლომდე რას საუბრობს რუსეთ-საქართველოს ომზე.თუ არა მოუსმინე მაგრამ არა კონტექსტიდან ამოგლეჯილს.არ გამოვრიცხავ ბევრი რუსეთუმეც იყოს კოალიციაში. თუმცა მიშაზე მეტი არამგონია.(ყველაფერი რუსებს მიყიდა)
    · პოლიტიკურ ქულებს მიუღებელი ხერხებით იწერს - აბა რომელია მიუღებელი? კარდუს "გიგა ნასარიძე" დამონტაჟებული რეკლამები მისაღებია?

    არ გვენდობა, რადგან ეგონა, რომ თუ ამ კადრებს მანამდე არ გამოაჩენდა, იგივე რეაქცია არ გვექნებოდა - ნდობა მგონი არაფერ შუაშია აქ. ამ მასალებთან შეხება ქონდა კი საერთოდ?
    · ბევრი ამორალური, მიუღებელი სახეა - უმეტესად იმ ადამიანების ერთიანობაა, რომელიც ყველა ნავში სხდებოდნენ და მათი კეთილსინდისიერების არ მჯერა - გეთანხმები
    · ოცნებობენ საბჭოთა კავშირზე- საიდან მოიტანე არგუმენტი მითხარი გთხოვ.
    სხვები

    · ქდმ და ახალი მემარჯვენეები - უნიჭო ნაციონალური მოძრაობები ;

    · ლეიბორისტები - ქართველი ჟირინოვსკები , ჩვენთან არს ღმერთი ვიწყებთ და რობინ ჰუდი დავამატებდი.

    დანარჩენები
    თქვენ ვაფშე რა როჟები ხართ? მაგარი იუმორი გაქვს აქაც გეთანხმები.

    რჩევა: გადაიკითხე კონსტიტუცია. მარტო რუსთავს და იმედს ნუ უყურებ. კრიტიკული თვალით შეხედე ყველაფერს და ანალიზი გაუკეთე.
    დღევანდელ დღეს გვჭირდება აქტიური სამოქაქლაო აზროვნება ხელისუფლებაში ვინც არ უნდა მოვიდეს პეტრე თუ პავლევერავინ გვიშველის. ხალხმა უნდა ისწავლოს რეალურად რას ნიშნავს დემოკრატია და მისი შექმნისთვის თითოეულმა ჩვენგანმა რამე გავაკეთოთ.
    პ.ს კიდევ ბევრის რამის დაწერა შეიძლება თჲმცა დარწმუნებული ვარ სწორ არჩევანს გააკეთებ
    ბოდიში არასწორად ბეჭდვისთვის მაგის შესწორების ნერვები არ მაქვს ეხლა
    და არაფერს არ დამეზარა :)))

    ReplyDelete
    Replies
    1. 1)მარტივი პასუხი აქვს, ფულიანი კონკურენტი გამოუჩდა (დიდი ფულის პატრონი); 2)ჰო, რა ვიცი, ვიცნობ ეგეთ ადამიანებს, ქველმოქმედება თუ უნდათ არ გაჰყვირიან, თუ სხვა რამე უნდათ :) გაჰყვირიან. ანუ ვერსია, ერთ ღამეს მეზმანა, რომ ჩემს მიწა-წყალს ვჭირდებოდი და გამოვეშურე, არ ჩანს დამაჯერებელი, მითუმეტეს, რომ კაცი ამბობს, ამირჩევთ თუ არა, მალევე სამოქალაქო საზოგადოებაში გადავალ, მარა არ ნიშნავს, რომ ვინც იქ იქნება იმას არ გავაკონტროლებო (აი ეგ როგორ იქნება არ ვიცი, ვერ ვხვდები, ეგ იმას გავს მასწავლებლობანას თამაში რომ მინდოდა ხოლმე :) და არავინ მეთამაშებოდა, მაგიდის ხან ერთ მხარეს ვიდექი, ხან მეორეს - განა რამეს ვსწავლობდი, დრო გამყავდა რა. 3)პუტინი გალანძღეო ვინ ამბობს, ჩვენ დავიწყეთ ომიო ნუ გაიძახის :) ომი იქ დიდი ხანია, წლების მანძილზე დაწყებული იყო (წაიკითხე ან გაიხსენე ისტორია. უფრო ჭკუით შეეძლო თუ არა მოქცეულიყო ჩვენ ხელისუფლებას, რომ ეს თავიდან აეცილებინა - ამაზეა საუბარი, მაგრამ მე პირადად არ ვიცი, არ მაქვს ამაზე პასუხი. სულ ორი ვარიანტია - ან შეეძლო, ან არა.
      4) ყველაფერი რუსებს მიყიდა - არა ყველაფერი რუსებისთვის არ მიუყიდია :)
      5) კარდუ?? - ეგ ვაფშე რა როჟააა? ვინაა? :))) (მე მგონი შენ უფრო უყურებ იმედს და რუსთავი 2-ს, ეს ხუმრობით - მე არ ვიცნობ კარდუს ბიოგრაფიას) + ერთი რომ ცუდს შვება, ამის გამართლება ვერ იქნება, რომ მეორეც ცუდს შვება. სწორ არჩევანს მაგ ლოგიკით ვერ გააკეთებ.
      6) 2 მილიონს რაღაცაში რომ იხდი :) ალბათ როცა გინდა მაშინ გექნება იმასთან შეხება. თან რომ ქონდა მერეც რაღაც ნაწილ - ნაწილ აჩვენა. რომ მეგონა რომ ეს საზიზღრობა მორჩა, ახალ კოშმარებს აჩვენებდნენ.
      7) ბევრი მაგალითია საიდანაც მოვიტანე, მაგრამ ერთი: აქ ისევ ისეთი საინტერესო უნდა გავხადოთ ცხოვრება, როგორც ეს ერთ დროს საბჭოთა კავშირის დროს იყო (ც) ბიძინა ივანიშვილი
      8) მე რაც შევძელი ისე შევხედე, დანარჩენში თქვენ გთხოვეთ დახმარება. მაგ კონსტიტუციის გადაკითხვას რა აზრი აქვს, საბოლოო ვარიანტი, რომ დაიდება, მერე ვიზამ მაგ სიკეთეს (ისე, ბევრი რამ გადაკითხული მაქვს). დემოკრატიის შექმნის პორცესში მნიშვნელოვანია ადამიანები ერთმანეთს ანგარიშს უწევდნენ, ჰოდა, ჩემი, ალბათ პროფესიით იურისტო, უცნობო მეგობარო, გთხოვ, თავდაპირველ საკითხს დავუბრუნდეთ და :) დამეხმარო გადაწყვეტილების მიღებაში. ე.წ. "ოტპიჩატკები" კი მიპატიებია :)

      Delete
  5. ზვიად ხორგუაშვილიSeptember 22, 2012 at 12:50 PM

    შეიძლება გავიგოთ ეს ბოლო ანონიმუსი ვინ არის? :)

    ReplyDelete
  6. ზვიად ხორგუაშვილიSeptember 22, 2012 at 12:54 PM

    ყველა კომენტარი მისაღებია ჩემთვის რამოდენიმეს გარდა. განსაკუთრებით ცუდად მომხვდა ორი რაღაც:
    1. "სად წავიდა ბევრი დიდი შენობები რატომ გაიყიდა ამდენი შენობა?" -- გაიყიდა თუ პრივატიზება მოხდა.
    2. რჩევა: გადაიკითხე კონსტიტუცია. მარტო რუსთავს და იმედს ნუ უყურებ. კრიტიკული თვალით შეხედე ყველაფერს და ანალიზი გაუკეთე.--- ავტორს ვიცნობ და შემიძლია დავიგინო, რომ რუსთავი ორს და იმედს არ უყურებს. ძალიან განათლებულია და ვფიქრობ ძალიან ბევრ "ვაიინტელექტუალს" და თავის თავზე დიდი წარმოდგენა რომ აქვთ ეგეთს ჩაისვამს ჯიბეში.

    ისე მადლობა გამოხმაურებისთვის. ვეცდებით ბევრი საინტერესო პოსტი შემოგთავაზოთ, რომ ვიმსჯელოთ მრავალ საკითხზე.

    ReplyDelete