Wednesday, February 9, 2011

ობოლი ბიჭი ვარ, ღარიბი, ღატაკი და…

რთულ პირობებში უწევთ ბოშებს ცხოვრება. არის მოსაზრება, რომ მთავრობა ვალდებულია მათ დაეხმაროს, როგორც უმცირესობის წარმომადგენლებს. კი, მაგრამ ამით ნუთუ მოგვარდება პრობლემა? და რაც ყველაზე მთავარია ეს იქნება თუ არა დაძალება ბოშების, რომ გინდა თუ არა ისეთი იყავი როგორიც მე ვარ? მოცემულ ორ კითხვას შევეცდები პასუხი გავცე. მთავრობას რა თქმა უნდა შეუძლია მათ ფულით დაეხმაროს, მაგრამ ისინი კვლავ მათხოვრები დარჩებიან. განსხვავება მათ შემოსავალში იქნება. მთავრობის სახით, მათ გამოუჩნდებათ კიდევ ერთი ქუჩაში გამვლელი, რომელიც თვეში 100 ლარს აჩუქებს. ჩემი აზრით, ფულადი დახმარება მხოლოდ სახსრების უაზროდ გაფლანგვა იქნება და ერთადერთი დადებითი შედეგი ის იქნება, რომ “naysayer”-ები დაკმაყოფილდებიან და შედარებით ნაკლებად დაადანაშაულებენ მთავრობას უყურადღებობაში უმცირესობების მიმართ.

მეორე ვარიანტი, რაც ერთი შეხედვით პრობლემას მოაგვარებს, მაგრამ მხოლოდ ზედაპირულად, ეს იქნება ბოშების დაძალება აღარ იმათხოვრონ, ისწავლონ და სამუშაოს მოკიდონ ხელი. გარდა იმისა, რომ ეს პიროვნული თავისუფლების ხელყოფაა და კვლავ კომუნისტურ წყობაში გვაბრუნებს ცნობილი გამოთქმით „ვინც არ მუშაობს არ ჭამს“, ასეთი რაც პრაქტიკულად შეუძლებელია. ბოშები, შეიძლება ითქვას, თავის ტრადიციებს პატივს სცემენ და ერთ-ერთი უპირობო მოქმედებაა სახლში მშობიარობა. ამას მივყავართ დაბადების მოწმობისა და მოქალაქეობის არმქონე ადამიანთან, რომელიც პასპორტიან შინაურ ცხოველსაც ჩამოუვარდება სოციალური სტატუსის მიხედვით. სოციალურ სტატუსს რაც შეეხება, არა მარტო დღეს ეს მთელი ბოშების არსებობის მანძილზე ასეა. მათ არ აქვთ საკუთარი სახელმწიფო, საკუთარი ოფიციალური ისტორია, არ ჰყავთ ეროვნული არმია, საკუთარი ენა (ენა რომელზეც ბოშები ლაპარაკობენ არის მთელი რიგირ დიალექტები). ბოშები ძირითადად იღებენ იმ სახელმწიფო სარწმუნოებას, რომლის ტერიტორიაზეც ცხოვრობენ. ყოველივე ამის მიზეზი კი მათი ცხოვრების წესია. თუ ადამიანს არ გააჩნია მოქალაქეობა, მაშინ მას ინტერესების დამცველიც კი არ ჰყავს სახელმწიფოს სახით. ჩემი აზრით, სწორედ ესაა ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი ამ დიდი პრობლემისა.
ვიდრე არ მოხდება თვითგამორკვევა ბოშებში და გაანალიზება, რომ მათ ცხოვრების წესებს ცვლილება ჭირდება, კვლავაც ისეთივე ცუდი სიტუაცია იქნება როგორც ეხლა და მთელი მათი მოგზაურობის ისტორიის მანძილზე ნებისმიერ ქვეყანაში.
პრობლემის არსი და მიზეზები დაწვრილებით რომ ჩამოვაყალიბოთ, გამოვყოფ შემდეგ საკითხებს:
1. ბოშები ცხოვრობენ გაუსაძლის პირობებში
2. ვერ ხერხდება საზოგადოებასთან ასიმილირება
3. საზოგადოების მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულება შევეცდები თავდაპირველად სათითაოდ განვმარტო თუ რა იგულისხმება გამოყოფილ საკითხებში და შემდეგ კი მათ ანალიზს შემოგთავაზებთ.
1. დღეს საქართველოში არა მარტო ბოშები არამედ მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს. ეს ნებისმიერ ღარიბ ქვეყანას ახასიათებს. არ შეიძლება პრობლემის არსი მხოლოდ ერთ ადგილას ვეძებოთ. ერთი საინტერესო ამბავი არსებობს კაცი რომ იხრჩობა და ღმერთს რომ სთხოვს დახმარებას იმის მაგივრად, რომ ხელი გაანძრიოს. ვფიქრობ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს ამ კაცის სინდრომი ჭირს. მთავრობისგან დახმარებას ითხოვს, მაგრამ სანაცვლოდ მხოლოდ უმცირესობის წარმომადგენლობის სტატუსს სთავაზობს. რამოდენიმე დღის წინ ბებიაჩემს (მეორე ბებიას, პირველი ეკონომისტია და ასე თუ ისე ვთანხმდებით რიგ საკითხებში) ხუმრობით ვკითხე კომუზმი ჯობს თუ კაპიტალიზმი. მან კი მიპასუხა რათქმაუნდა კომუნიზმი ყველაფერი მუქთა იყოვო. ყველაფერ მუქთას კი საბოლოო ჯამში მივყავართ სისტების დაშლამდე და სახელმწიფოს აფეთქებამდე პირდაპირი და ირიბი გაგებით (ყოველ შემთხვევაში ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს ასე იყო). ადამიანმა არ უნდა გადააბაროს ყველანაირი პასუხისმგებლობა სხვას ან სხვა რამეს. მან თვითონ უნდა გააკეთოს არჩევანი და ყველანაირად ეცადოს არავინ წაართვას მისი გაკეთების საშუალება. 70 წლიანმა რეჟიმმა საქართველოში არჩევანზე პასუხისმგებლობის გრძნობა მთლიანად თუ არა ნაწილობრივ გააქრო და შემოგვრჩა მთავრობაზე მაყურებელი საზოგადოება. ყველა ფიქრობს თუ რას გაუკეთებს მას მთავრობა. მე არც პრეზიდენტ კენედის გამონათქვამს შემიძლია დავეთანხმო, რომ მოქალაქე ვალდებულია კითხოს თავის თავს თუ რა გაუკეთა მან სახელმწიფოს. ვფიქრობ, ყველაზე კარგი იქნება ერთმაც და მეორემაც თავის საქმე აკეთოს და ერთმანეთს ხელი არ შეუშალოს. ასე, რომ ადამიანი ვითარდება და შიმშილით არ მოკვდება თუ სულიერად ჯანმრთელია და გადაწყვეტის გზების ძიებას დაიწყებს და იპოვის კიდეც დროთა განმავლობაში. ხოლო თუ სულიერად ჯანმრთელი არ არის და ვერც აზროვნებს, არსებობს მრავალი დაწესებულება და ფონდები მათ დასახმარებლად. საბოლოოდ, მოცმეულ პრობლემას ვერ უარყოფ, მაგრამ გადაწყვეტის გზები ყველამ პირველ რიგში თავის თავში უნდა ეძიოს და არა მთავრობა დაავალდებულოს პრივილეგია მიანიჭოს იმის გამო, რომ ცოტანი არიან და ცუდად ცხოვრობენ და რაც ყველაზე მთავარია მოქალაქეობაც კი არა აქვთ, რაც დახმარებას ფიზიკურად შეუძლებელს ხდის.
2. შემდეგი პრობლემა ასიმილაციას ეხება. ასიმილაცია არა მარტო ბოშებში, არამედ მრავალ ეთნიკური თუ რასობრივი წარმომადგენლების პრობლემაა მთელ მსოფლიოში. ხშირად ამბობენ, რომ შავკანიანებს, ჩინელებს, მუსლიმანური ქვეყნების წარმომადგენლებს არ შეიძლიათ ასიმილირება და სხვა რასისა და ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად თანაცხოვრება. შავი თეთრს აბრალებს, ხოლო თეთრი კი შავს. ნაწილობრივ ასეთი პრობლემა მართლაცაა. მაგალითად ერთ-ერთი პირველი ფაქტორი რაც ამაზე ახდენს გავლენას ეს არის რელიგია. შარიათის კანონი უკრძალავს ყველა მუსულმანს ოჯახი შექმნას ქრისტიანთან. მათ აუცილებლად თავისი ჯგუფის წარმომადგენელი უნდა მოიყვანონ ცოლად ან პირიქით გათხოვდნენ. ასეთი პრობლემა შეინიშნება მაგალითად გერმანიაში. სადაც თურქეთი უფროა უკვე ვიდრე გერმანია. მაგალითად ასევე შეგვიძლია ავიღოთ შავკანიანი მოსახლეობა ამერიკაში. ისინი თავისი ცხოვრებით ცხოვრობენ. ვერ შედიან კონტაქტში თეთრებთან. ქმნიან თავის უბნებს, შემდეგ კვარტალებს, რაიონებს. მრავალი ახსნა შეიძლება მოეძებნოს არსებულ პრობლემას, მაგრამ საზოგადეობის ერთი ნაწილი უბრალოდ თვლის, რომ ასეთ ხალხს უბრალოდ არ შეუძლიათ სხვანაირ საზოგადოებაში ცხოვრება და სხვა კულტურის პატივისცემა. ეს მხოლოდ ერთ-ერთი გამოთქმული მოსაზრებაა, რომელსაც უფრო და უფრო მეტი ადამიანი იზიარებს. ჩემი აზრით, საზოგადოების ისეთი განვითარებაა საჭირო, რომ შეეძლოს ყველას ერთმანეთთან თანაცხოვრება, და თუ ეს არ შეუძლიათ, მაშინ სცადონ ცალ-ცალკე ცხოვრება. დღეს საქართველოში, ისევე როგორც სხვაგან, მსხვერპლად ვინც ცოტაა ისაა გამოყვანილი და ყველაფერს საზოგადოებას აბრალებენ. არადა ამ დროს ასეთ უმცირესობებს იმხელა ზურგი აქვთ, რომ უკვე უმრავლესობაა და არა უმცირესობა რიგ ქვეყნებში და ამის ლობირებით კი უამრავ პრივილეგიას იღებს „ჩაგრული საზოგადოება“ „მჩაგვრელის“ ხარჯზე.
3. ამ საკითზე ზემოთ ვიმსჯელე. მაგრამ აქ ეკონომიკურ მხარეზე გავამახვილებ ყურადღებას. სტატიაში ნახსენები იყო, რომ მათ სამსახურში არ იღებენ. ეს კი არა დამქირავებლის პრობლემაა არამედ მისი. არ იღებენ სამსახურში, რადგან მასზე უკეთესი კადრი ნაკლები დანახარჯებით ასრულებს იგივე სამუშაოს. ნებისმიერი დამქირავებელი თუ რასობრივი ან ეთნიკური წარმომადგენლობის გამო არ იღებს ვინმეს სამსახურში ეს მისთვისვეა არამომგებია, რადგან შეიძლება მის მონაწონზე კარგად გაეკეთებინა სამუშაო. ამის გამო რასიზმში დანაშაულება და იძულება რომ გინდა თუ არა ბოშა ან ინვალიდი აიყვანო სამსახურში სისულელეა და უაზრობა. პრობლემის მიზეზებს რაც შეეხება, ჩემი აზრით, როგორც ზემოთ აღვნიშნე, დაკავშირებულია მათი ცხოვრების წესთან. ასეთ პრობლემას არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში აქვს ადგილი. მაგალითად 2007-ში დიდი რაოდენობით ბოშა გააძევეს იტალიიდან. რასაც მრავალი პროტესტი მოყვა ისეთჳ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, როგორიცაა “human rights watch” და სხვები. მაგრამ მათ ვერაფერი იღონეს. აგრეთვე ბოლოს 2010-ში საფრანგეთიდანაც მოხდა პრეზიდენტის ინიციატივით კანონის ძალით მათი განსახლება. რათქმაუნდა ბოშები, ვისაც პასპორტი მაინც ქონდათ დარჩნენ, რადგან მოქალაქეები იყვნენ. დანარჩენნი ვერ გადაურჩნენ დეპორტაციას. სულ 30,000-ზე მეტი ბოშაა დეპორტირებული ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან მარტო კოსოვოში, სადაც ბევრად გაუსაძლისი პირობები ელოდებათ და ცხვრება კიდევ უფრო ძნელია. ძალიან მძიმე სიტუაციაა კრიმინალის მხრივ. სტერეოტიპები მოცემულ შემთხვევაში არ რის ტყუილი და ბოშების უმეტესობა ქურდობაშია მხილებული საზოგადოების მიერ. სტატისტიკური მონაცემების დადება ამის შესახებ ცოტა ძნელია, რადგან როგორც უკვე აღვნიშნეთ ზუსტი რაოდენობა მათი არავინ იცის და 90%-ზე მეტი დარეგისტრირებული არსად არ არის. პრობლემის გადაწყვეტის ალტერნატივებს რაც შეეხება, ჩემი აზრი შემდეგია. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ეთნიკური უმცირესობების პრივილეგიებით აღჭურვა. ამას ძალიან ცუდ შედეგებამდე მივყავართ, რაც ცალკე განხილვის თემაა და ამაზე აქ საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს.
ერთადერთი რაც მთავრობას შეიძლება საზოგადოებამ დაავალოს, ეს იქნება სტიმულირება კერძო ქველმოქმედებისა. წაახალისოს გადასახადების დაწევის გზით ყველანაირი ქველმოქმედება რაც გაჭირვებულთა დახმარებას ითვალისწინებს. მხოლოდ და მხოლოდ „დაარეკლამოს“ და ხაზი გაუსვას, რომ ისინი ცუდ მდგომარეობაში არიან და ამით არა მარტო ისინი არამედ თქვენც ზარალდებით, რადგან უარყოფითად მოქმედებენ თქვენზეც იქნება ეს ქურდობა თუ სხვა რამ. საზოგადოება ზარმაცებს და არაფრის მკეთებლებს არასდროს მიიღებს. თუ რა თქმა უნდა ისინი მზად არ არიან სოციალური წყობილების ქვეყანა ააშენონ და მათი შემოსავლის დიდი ნაწილი სხვების დასახმარებლად გაიღონ. აუცილებელია ღონისძიებები გატარდეს იმისთვის, რომ გამოსწორდეს ბოშათა მსოფმხედველობა და შეძლონ ცუდი ტრადიციები გადააგდონ და განვითარებას აუწყონ ფეხი. მათ მეტი გზა არც აქვთ, რადგან ერთხელაც საზოგადოებას ყელში ამოუვა და მათ მიმართ ძალიან აგრესიული გახდება. მივიღებთ იგივეს, რაც არის საფრანგეთში. დღეს მრავალ სოციალურ ქსელებსა და ვირტუალურ კავშირებში უკვე ხშირად ისმის განცხადებები, რომ აუცილებელია შეიქმნას დაჯგუფებები და ბოშებზე ნადირობა გამოცხადდეს, რადგან ეს საზოგადოების ფსკერია. მაგრამ სანამ მსგავს რამეს ექნება ადგილი კარგი იქნება გააქტიურდეს კერძო საქველმოქმედო ფონდები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რადგან სურვილი აღუძრან ბოშებს იმისა, რომ განვითარდნენ. მათი სურვილის გარეშე ტყუილი დროისა და ენერგიის ფლანგვა იქნება ყველაფერი, რაც არაფერ ღირებულს არ მოუტანს ქვეყანას და საზოგადოებას.
აღწერილი გეგმა იმას ემყარება, რომ არანაირი გეგმა არ არის საჭირო, გარდა არასამთავრობოების და ქველმოქმედების წახალისებისა სხვადასხვა შეღავათებით. საქართველო მდიდარი ქვეყნების რიცხვს არ მიეკუთვნება და ბოშების გარდა ისედაც ძალიან ბევრი ადამიანია ვინც სიღარიბის ზღვარს ქვევით ცხოვრობს. პირველ რიგში ერთს აღვნიშნავ, რომ მათი დახმარება შეუძლებელია თუ ძალით არ დაურიგე პასპორტები. ეს კი უკვე იძულებაა და მას მე თავიდანვე გამოვრიცხავ. მათი დახმარება ასევე გამოიწვევს დიდ უკმაყოფილებას ხალხში ვინც ასევე ღარიბია, ისინი იტყვიან რადგან ბოშებს ეხმარებით ვიღაც „გადამთიელებს“ და ჩემთვის ქართველი კაცისთვის არაფერს აკეთებთ და მთავრობაში არც უნდა იყოთო. ამიტომ ასევე აღვნიშნავ, რომ ნებისმიერი პრივილეგია ვინმეს მიმართ ძირშივე უნდა მოისპოს და ეს ცუდის მეტს არაფერს მოიტანს. ერთადერთი რაც შეიძლება მოხდეს, ეს იქნება ორგანიზაციების გააქტიურება, რომ მოახდინონ ასეთი ხალხის დახმარება არა ფინანსურად, არამედ დაეხმარნონ თვითგამორკვევაში და არასასარგებლო ცხოვრების წესის შეცვლაში.
მოყვანილი გეგმის ან არ მოყვანილი გეგმის სასარგებლო არგუმენტები შემდეგია:
• მთავრობა თავს აარიდებს არაეფექტიან ხარჯვასა და რესურსების გაფლანგვას
• შანსი მიეცემა კერძო სექტორს თვითონ გამოასწოროს არსებული პრობლემა
• ბოშებს მიეცემათ შანსი წვლილი თვითონაც შეიტანონ მათი ცხოვრების გაუმჯობესებაში
• ქველმოქმედების განვითარება საქართველოში
თითოეულ მოსაზრებაზე ზემოთ დაწვრილებით ვისაუბრე, მაგრამ მოკლედ კვლავ შევეხები. არა მარტო მოცემულ შემთხვევაში, არამედ საერთოდაც, მთავრობა შეზღუდულ რესურსებს ეფექტიანად ვერ ანაწილებს და ფლანგავს. ჩემი აზრით, საზოგადოება ყველანაირად უნდა ეცადოს შეაკავოს მთავრობა მათი შემოსავლის რედისტრიბუციისაკენ. ადამიანი თავისი ბუნებით ფეხს უწყობს ცვლილებებს და ყველაფრის მიმართ იმუნიტეტს გამოიმუშავებს. საუკეთესო ვარიანტია მათ დამოუკიდებლად და ინდივიდუალურად შეძლონ არსებობა. ამის შანსი უნდა მიეცეთ და გრძელვადიანი თვალსაზრისით ყველანაირი გადაწყვეტილება და მოქმედება იქნება დამყარებული რაციონალურ მსჯელობაზე და გამორჩეული იქნება თავისი ადექვატურობით. მესამე მოსაზრებას რაც შეეხება, ადამიანს ვერ დაეხმარები, თუ მას დახმარება არ სურს. პირველ რიგში უნდა მზად იყვნენ ბოშები დახმარებისათვის, მათ უნდა გამოთქვან მზადყოფნა და დადებითი სეიგნალები გაუშვან საზოგადოებისაკენ, რადგან ამის გარეშე დაძალებით დახმარება ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იქნება. ასეთი მიდგომა აუცილებლად შეუწყობს ხელს ქველმოქმედების განვითარებას. დღეს საქართველოში სამთავრობო ხარჯების დაახლოებით 30% მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებით და კიდევ მეტი სოციალურ პროგრამებზე მოდის. სწორედ ამიტომაა საზოგადოება დამოკიდებული მთავრობაზე და შეჰყურებს მას. ადამიანი უნდა მიხვდეს, რომ უსამართლობაა სხვისი, უცხო ადამიანის ხელფასით შენ ჭამო საჭმელი და იმოგზაურო სხვადასხვა ქვეყნებში. ამისთვის კი ნაბიჯებია საჭირო, პირველ რიგში უნდა განვითარდეს კერძო ქველმოქმედება, რათა ადამიანები მთავრობიდან მასზე გადაერთონ და ერთადერთი კარგი ცხოვრების გარანტი სახელმწიფო აღარ ეგონოთ და შეეცადონ თავისი გასაკეთებელი თვითონ გააკეთონ.
საბოლოოდ, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ აუცილებელია პირველ რიგში ბოშების სურვილი იცხოვრონ განვითარებულ საზოგადოებაში და ყველანაირი პრივილეგია მათ მიმართ გადაჭრის მხოლოდ ზედაპირზე არსებულ პრობლემას და გრძელვადიანი თვალსაზრისით ცუდ შედეგებს გამოიწვევს. როგორც ჰაზლიტი იტყოდა ვინც მხოლოდ ზედაპირულად უყურებს პრობლემას ის ცუდი ეკონომისტია, ხოლო კარგი ეკონომისტი არის ის, ვინც დეტალურად აანალიზებს და გრძელვადიანი თვალსაზრისით საუკეთესო არჩევანს აკეთებს.

(c) ზვიად ხორგუაშვილი, 2011 წ.

No comments:

Post a Comment