Monday, May 2, 2011

ყველაზე ძვირი მარიონეტული თეატრი მსოფლიოში

            ალბათ ისტორიის შესწავლისას ბევრ ადამინას გასჩენია კითხვა, რატომ ხდებოდა, რომ მსოფლიოს თითქმის ყველა მონარქი წარმატების რაღაც ეტაპის მიღწევის შემდეგ საკუთარ წარმომავლობას „ღვთაებრივად“ აცხადებდა და საკუთარ შთამომავლობას ღვთიურობის შეგრძნებასაც უტოვებდა?
            დღევანდელ მსოფლიოში სახელმწიფო მმართველობის მიხედვით ორი ძირითადი  ფორმა არსებობს, მათ შორის ერთ-ერთი ადგილი მონარქიას უკავია. თავისმხრივ, მონარქია აერთიანებს რამდენიმე ფორმას, რომელთაგან ერთერთ  ყველაზე გავრცელებულ სახეს  კონსტიტუციური მონარქია წარმოადგენს.
            სწორედ კონსტიტუციური მონარქიაა დღევანდელი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ოფიციალური სახელმწიფო მმართველობის ფორმაა.
            დიდი ბრიტანეთის მონარქი ერის ერთიაობის სიმბოლოს წარმოადგენს, ის სათავეში უდგას როგორც სახელმწიფოს, ისე ეკლესიას. იგი პარლამენტის მიერ მიღებული აქტების პრომულგირებას ახდენს. თეორიულად მას აქვს აბსოლუტური ვეტოს უფლება. დებს საერთაშორისო შეთანხმებებს. ასევე თეორიულად შეუძლია თემთა პალატის დათხოვნაც. შეუძლია პრემიერ-მინისტრის დანიშვნა. ყველაფერთან ერთად, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, მონარქი ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალსაც წარმოადგენს და ფორმალურად ნიშნავს სხვადასხვა სამხედრო მეთაურებსა და თანამდებობის პირებს. თუმცა ამ „ერის ერთიანობის სიმბოლოს“ მეტად მრავალფეროვანი თავისებურებები ახასიათებს. თეორიულად მას თითქმის ყველაფრის უფლება აქვს, რაზეც კი შეიძლება  ავტოკრატმა მონარქმა იოცნებოს.
            საბედნიეროდ უნდა აღინიშნოს, რომ მონარქის თითქმის ყველა უფლებამოსილება ფორმალურ სახეს ატარებს. მისი მმართველობა ბუტაფორიულ პოწიომნიკის სოფელს უფრო წააგავს. მართალია მონარქი პარლამენტის მიერ მიღებული აქტების პრომულგირებას ახდენს და ამავდროს აბსოლუტური ვეტოს უფლებაც გააჩნია, მაგრამ მისი ვეტოს უფლება 1707 წლის შემდეგ აღარ გამოყენებულა, რისი გამოისობითაც აქტების პრომულგირების უფლებამ მოვალეობის სახე მიიღო, ისევე როგორც აბსოლუტურმა ვეტომ მიიღო შეუძლებელი სახე.
            მონარქის უფლება, დაითხოვოს თემთა პალატა ასევე არარეალური თეორიული უფლებაა, რომელიც 1783 წლის შემდეგ არ განხორციელებულა. თემთა პალატის დათხოვნა მხოლოდ პრემიერ-მინისტრის „რჩევის“ საფუძველზეა შესაძლებელი, ამ შემთხვევაში მონარქის მონაწილეობა ისევ და ისევ ფორმალურია, რადგან ამ უფლებას დამოუკიდებლად ვერ განახორციელებს,  პრემიერ-მინისტრის ეგრედ წოდებული რჩევა კი შეუცვლელი გადაწყვეტილების ტოლფასია.
            ანალოგიურადაა პრემიერ-მინისტრის დანიშვნაც, მონარქი იურიდიულად თავად იღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ ფაქტიურად საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ითვალისწინებს, რადგან ამ პოსტს ყოველთვის საპარლამენტო თემთა პალატის არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერი იკავებს. ეს უფლება ბრიტანეთისგან თავის დაზღვევა უფროა ვიდრე რეალური შესაძლებლობა, რადგან იგი რეალურ ხასიათს მხოლოდ მაშინ ღებულობს, როდესაც არჩევნები გამარჯვებულ კანდიდატს ვერ გამოავლენს და მონარქი პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციის შემდეგ, თავის შეხედულებისამებრ წყვეტს პრემიერ-მინისტრის საკითხს. თუმცა ეს უფლებაც სხვა დანარჩენებივით დიდი  ხანია არ გამოყენებულა (1963 წლის შემდეგ, როცა ელისაბედ II-მ დუგლას ჰიუმი დანიშნა). 
            სხვა ბუტაფორიული უფლებების მსგავსია მონარქის მიერ სამხედრო მეთაურების და თანამდებობის პირების დანივნაც, რადგან მონარქის ყველა გადაწყვეტილება ხელმოწერის უნდა იქნას პრემიერ-მინისტრის მიერ, ხოლო როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა დიდ ბრიტანეთში მონარქისა და პრემიერ-მინისტრის ურთიერთობებში, ამ უკანასკნელის „რჩევა“ მონარქისთვის „შესასრულებლად სავალდებულოს“ ნიშნავს.
            კიდევ ერთ სასაცილო უცნაურობას წარმოადგენს, რომ მონარქი ხსნის საპარალამენტო სხდომას, თუმცა მას უფლება არ აქვს პარლამენტის სპეციალური მოწვევის გარეშე დაესწროს საპარლამენტო სხდომებს, მიუხედავად იმისა, რომ მე-14 საუკუნის შემდეგ პარლამენტის რეზიდენციას წარმოადგენს ვესტმინსტერის სასახლე, რომელიც მონარქის საკუთრებად ითვლება. როდესაც მონარქი სპეციალური მოწვევის შედეგ საპარლამენტო სესიას გახსნის მათ სიტყვით მიმართავს, ამ წარმოსათქმელ სიტყვას კი მონარქს ფაქტიურად პრემიერ-მინისტრი უწერს.
            დამკვიდრებული სისტემა აჩვენებს, რომ მონარქი მოქმედებს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრების „შესასრულებლად სავალდებულო რეკომენდაციების“ საფუძველზე, მაგრამ მმართველობაში მიმდინარე ნებისმიერ პროცესებზე პასუხისმგებლობა ამ უკანასკნელთ ეკისრებათ. სწორედ ამიტომ ჩამოყალიბებულია კონცეფცია, რომ მეფემ არ შეიძლება ჩაიდინოს არაკანონიერი ქმედება და შესაბამისად მას არ ეკისრება სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი მადლიერმა ბრიტანელებმა დიდი ბრიტანეთის მონარქია ერთ მოკლე წინადადებაში ჩამოაყალიბეს „მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს“.
            2010 წელს გობალური კრიზისის ფონზე ბრიტანეთს სამეფო ოჯახმა სასიხარულო ცნობა ამცნო, რომ სამეფო ხარჯები 38,2 მილიონი ფუნტიდან 12,2 % - ით შემცირდებოდა, რითაც დაახლოებით 3 მილიონზე მეტი დაიზოგებოდა.
            მიუხედავად მონარქიის ბუტაფორიულობისა ეს სულაც არ აწუხებს სამეფო ოჯახს. მათ თითოეული ცერემონია ბრიტალენ გადასახადის გადამხდელებს ათიათასობით და ასიათასობით ფუნტი უჯდებათ. მაგალითად მხოლოდ 2010 წელს ჩარტერული რეისით მოსკოვში სამეფო წარმომადგენლობის სტუმრობა 20,000 ფუნტზე მეტი დაჯდა, პანამაში და მექსიკაში 62,000 ფუნტი, კალკუტასა და დელიში 43,000, დედოფლისა და ედინბურგის ჰერცოგის ბერმუდის კუნძულებზე ოფიციალური ვიზიტი თითქმის 374,000 ფუნტი დაჯდა.
            დიდი ბრიტანეთის მოქალაქეების დასამშვიდებლად მიმდინარე წელს პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა განაცხადეს, რომ მათ ქორწილს ისინი თავიანთი ხაჯებით დააფინანსებდნენ და ბრიტანელ გადასახადის გადამხდელებს მხოლოდ სამეფო ქორწილის უსაფრთხოებისთვის საჭირო სახსრების გაღბა მოუწევდათ. დეილი მეილის ცნობით სამეფო ქორწილის უსაფრთხოებისთვის სპეციალურად დაქირავებულები იყვნენ  სახმელეთო საზღვაო და საჰაერო არმიის თანამშრომლები. აღნიშნული უსაფრთხოების ხარჯები სხვადასხვა დაუდასტურებელი ინფორმაციით თითქმის 35 მილიონი დაჯდა. ცალკე განსახილველი საკითხია, რომ როდესაც სამეფო ოჯახის შვილი, პრინცი უილიამი აცხადებს, რომ სამეფო ქორწილს მისი დანაზოგით დააფინანსებს რეალურად საიდან მოხდა ამ დანაზოგის დაგროვება?
            დიდი ბრიტანეთის კონსტიტუციური მონარქია უფრო და უფრო ემსგავსება ბუტაფორიაში ჩაძირულ მარიონეტულ თეატრს, რომელიც წინამდებარე სტატიის სათაურის მიხედვით მსოფლიოშ ყველაზე ძვირი მარიონეტული თეატრია.


(c) ივანე კოპაძე 2011 წ. 

3 comments:

  1. გიორგი ხატიაშვილიMay 2, 2011 at 8:39 AM

    მიუხედავად იმისა რომ ნომინალურია, ეგ ქვეყანა მონარქიის გარესე ვერ წარმომიდგენია

    ReplyDelete
  2. Βenefits will almost certаinly be
    shown if apрlied 30 minutes each dаy.


    Here is mу weblog ... Flex belt coupons
    my web page > Http://Www.Prnewswire.Com

    ReplyDelete
  3. კარგი სტატიები, გსმენიათ ბატონი ბენჯამინის შესახებ, ელ.ფოსტა: Lfdsloans@outlook.com --WhatsApp საკონტაქტო: + 1-9893943740-- ვინც მუშაობს დაფინანსების მომსახურებასთან, მათ მაძლევან 95,000.00 აშშ დოლარის სესხი ჩემი ბიზნესის წამოწყების მიზნით და მე ყოველწლიურად ვხდი მათ უკვე ორი წელია, რაც მე კიდევ 2 წელი მაქვს დარჩენილი, თუმცა მე მათთან მუშაობა მსიამოვნებს, რადგან ისინი ნამდვილი სესხის გამსესხებელია, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი სახის სესხი მოგცეს.

    ReplyDelete