Saturday, July 16, 2011

მე - ექიმი და გაყიდული საავადმყოფო


ჩემთვის, როგორც მომავალი ექიმისთვის, ჯანდაცვის სისტემის ყველა წინ თუ უკან გადადგმულ ნაბიჯს არსებითი მნიშვნელობა აქვს და ვთვლი, რომ საქმის კურსში ყოფნა თქვენთვის, არასამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის, ასევე არ იქნება ურიგო. თავს არ შეგაწყენთ იმაზე წუწუნით, თუ როგორ დუნედ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი და რამხელა ძალისხმევა გჭირდება რიგით სტუდენტს სათანადო კლინიკური პრაქტიკის მისაღებად; ასე რომ, მივყვეთ თავიდან!   
პირველ სამ კურსს სამედიცინო უნივერსიტეტის კედლებში, ბაზისური საგნების ათვისებას უთმობ; მეოთხე კურსიდან ცდები ვაჟა-ფშაველას და სახელმწიფო თუ კერძო საავადმყოფოებში სხვადასხვა კლინიკურ დისციპლინას “ეუფლები”. სწორედ ამ პერიოდში გაქვს შეხება ისეთ საკითხებთან, რომლებიც შემდეგ მთელი ცხოვრება შენი მეგზურია.


არასოდეს დამავიწყდება ფრაზა – რესპუბლიკური გაიყიდა! საერთოდ, ყველა საავადმყოფოსა თუ სხვა დაწესებულების გაყიდვის ფაქტი იმდენად მტკივნეულად აღიქმება საზოგადოების მიერ, თითქოს მართლა ყველას სამორინით ან სასტუმროთი ანაცვლებდნენ.. “რესპუბლიკური გაიყიდაც” ისეთი თავზარდამცემი პათოსით ისმოდა ყველგან, რომ ჩვენ, უმანკო სტუდენტებს, რომლებსაც ჯერ ლექსიკაც კი არ გვქონდა დაბინძურებული, სამუდამოდ ტრავმირებულებს დაგვტოვებდა, რომ არა ერთი მშვენიერი დღე ახლადგარემონტებული (ჯერ კიდევ რემონტირებადი) რესპუბლიკური საავადმყოფოს ნოლ სართულზე ჟ


სიტყვა – “გაიყიდა” ეს საშიში არ გახლავთ, პირიქით, გაიყიდა ნიშნავს, იგი უკეთესად იმუშავებს კერძო ხელში, იქნება უკეთესი მომსახურება და სავსებით შესაძლებელია უფრო დაბალი ფასებიც კი იყოს რიგ მომსახურებებზე, ვიდრე სახელმწიფო საავადმყოფოში.


ნათელი, კონდიცირებული, სუფთა ოთახიდან, გამყოფი მინის მიღმა მიმდინარე უსიამოვნო პროცედურაც საამებელი სანახავი იყო და პაციენტის მუცლის ღრუდან დრენირებული სითხეც ცხელ შოკოლადს გავდა ჟ ქათქათა ფორმებში გამოწკეპილი ქირურგებიც ბევრად სანდომიანები ჩანდნენ და, თქვენ წარმოიდგინეთ, პირდაპირ შიშველ ტორსზე მოცმული ხალათით (რაც ყოველთვის გვაღიზიანებს) არავინ დაგვინახავს ჟ მოკლედ, სიტუაცა ისეთი იყო, როგორც გრეის ანატომიაში ჟ ანუ – იდეალური!


მეორე დილას, როცა ემოციები დაცხრა და კარგად გამოძინებული ბევრად უფრო კომპეტენტური ვიყავი დასკვნების გასაკეთებლად, პირდაპირ ფინჯანი ცხელი შოკოლადის თავზე გადავწყვიტე, რომ საავადმყოფოს წონას, ექიმზე არანაკლებ, გარემო და პერსონალის აურა განსაზღვრავს. მართალია, აპენდიციტით შეწუხებულ პაციენტს მომსახურების ხარისხის და არადამაკმაყოფილებელი პირობების გაპროტესტების თავი არ აქვს, მაგრამ არსებობს საღ გონებაზე მყოფი პაციენტიც, რომელსაც სრულუფლებიანად სურს ფული ადეკვატურ მომსახურებაში გადაიხადოს ჟ


ადეკვატური მომსახურების მთავარი კომპონენტი, მართალია, ექიმის პროფესიონალიზმია, მაგრამ, სად პროფესიონალი ექიმის კონსულტაცია ისეთ საავადმყოფოში, სადაც მიმღებში მისულს “მოკიშკავე” ექთან-სანიტრები გხვდებიან და გამოტენილი ყბით გპასუხობენ, და სად - ისეთ კლინიკაში, სადაც მიმღებიდანვე გრძნობ რომ ხელს კი არავის უშლი, პირიქით, სიამოვნებით ზრუნავენ შენზე და ექთან-სანიტრებიც კლინიკის სასადილოში ილუკმებიან ჟ სად - ისეთ საავადმყოფოში, რომლიდანაც ქალაქის მეორე ბოლოში გიშვებენ მეგობარ ექიმთან საკონსულტაციოდ და სად - ისეთ კლინიკაში, სადაც კვალიფიცირებული სპეციალისტები თუნდაც შეთავსებით, მაგრამ ერთად მუშაობენ.. ეს ყველაფერი პაციენტის მხრიდან, ახლა, იგივე ვითარებას ექიმის თვალით შევხედოთ;


მთელი ხუთი წელი იმას გვიმეორებენ, რომ სწორად შეგროვილი ანამნეზი, (ცნობები პაციენტის ცხოვრების პირობებისა და ავადმყოფობის განვითარების ისტორიის შესახებ), ნახევარი დიაგნოზია, სწორი დიაგნოზი კი - ნახევარი მკურნალობა.. ამ ჯაჭვის მთლიანობა რომ არ დაირღვეს, პაციენტის ნდობა და კეთილგანწყობა უმნიშვნელოვანესია. მაგრამ, ჩემთან, თუნდაც ქვეყნის ნომერ პირველ, დავუშვათ, ენდოკრინოლოგთან, სახეზე ღიმილით და თვალებში იმედით ნამდვილად არ შემოვა პაციენტი, რომელსაც ჩემი კაბინეტის ზღურბლამდე კომფორტს არ შეუქმნიან ჟ საერთოდ, როგორც კი ავადმყოფი ოდნავ შვებას იგრძნობს, რაოდენ კონგრუენტულიც გნებავთ იყოს ექიმთან, კონტროლზე მისვლას საჭიროდ აღარ თვლის, ასეა მისი გონება მოწყობილი L და ამ დამოკიდებულებას თუ დაემატა - “უიმე იქ მეორედ რა მიიყვანს”, სანამ უარესად არ გაუჭირდება, მკურნალი ექიმი თვალით ვერ ნახავს ჟ მკურნალობის კურსის შეწყვეტას კი რა შედეგები მოყვება ამის ახსნა კერძო საუბრებში აჯობებს ჟ


პირადად მე, არ მსურს თითოეული პაციენტი უზარმაზარი ძალისხმევით “მოვიშინაურო”, წარმატებული მკურნალობის ჩატარება დავიწყო და ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო საბოლოო გამოჯანმრთელებას ვერ მივაღწიო L
ეჭვი მაქვს, ჩემს ექიმობამდე ყველა საავადმყოფოს პრივატიზება მოხდება და საექიმო კარიერის დაწყებიდან მრავალი ათეული წლის მანძილზე ჩემს კაბინეტში ყველა პაციენტი იმედიანად შემოვა ჟ ხოლო, როგორი განწყობით გავა, ამას მთლიანად ჩემს თავზე ვიღებ ჟ






(ც) რუსუდან გოგატიშვილი 2011 წ.

5 comments:

  1. www.convert.ge გადაიყვანეთ სილფაინში....

    ReplyDelete
  2. ზვიად ხორგუაშვილიJuly 16, 2011 at 8:16 AM

    არის ბოსს გადაყვანილია :)

    ReplyDelete
  3. გაიხარე ეხლა "დავპოსტამ"!:)

    ReplyDelete
  4. ივანე კოპაძეJuly 16, 2011 at 9:15 AM

    სანამ ავტორი ვნახე ვინ იყო რაღაცნაირი კმაყოფილების გრძნობა დამეუფლა და ავტორის სახელის წაკითხვის შემდეგ უკვე ამაყი ვარ :))
    ყოჩაღ რუს :)

    ReplyDelete
  5. :) მადლობა ვანო:) ეს "ჟ" პატარა დისკომფორტს ქმნის და შემდეგისთვის გავითვალისწინებ ;)

    ReplyDelete