Saturday, August 20, 2011

"ჩვენ რომ ვიცით ის" კლავს


კომუნიზმის დაცემიდან 20 წელზე მეტმა განვლო და უფრო აქტუალური ხდება იმ დაკარგული დოვლათის გამოკვლევა, რაც ისეთმა სოციალისტურმა რეჟიმებმა განიცადეს, როგორიც ინდოეთი იყო 1981 წლამდე. ამ წლიდან ინდოეთმა განახორციელა რიგი ლიბერალური რეფორმებისა, რამაც მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა მოუტანა უკანასკნელი 30 წლის მანძილზე.

Cato Center for Global Liberty & Prosperity - ის მიერ გაკეთებული კვლევის მიხედვით, ინდოეთში შედარებით ადრე რომ დაწყებულიყო ლიბერალიზაცია, 14,5 მილიონი ბავშვი გადარჩებოდა, 261 მილიონით მეტს ეცოდინებოდა წერა-კითხვა და 109 მილიონი ადამიანით მეტი იქნებოდა სიღარიბის ზღვარს ზევით.

ახალშობილთა სიკვდილიანობაზე, წერა-კითხვის მცოდნეთა რაოდენობაზე და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფებზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას, მაგრამ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ კორელაცია მოცემულ სამ მაჩვენებელსა და ეკონომიკურ ზრდას შორის არსებობს, თუნდაც ისინი არ იყოს ისეთი ზუსი როგორც კვლევაშია წარმოდგენილი. 14,5 მილიონი ბავშვის მაგივრად 1 მილიონიც რომ იყოს, მორალი იგივე რჩება.

1947 წელს ინდოეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა, 1950 წლიდან ქვეყანამ დაიწყო სოციალისტური ქვეყნის შენება და 30 წლის მანძილზე მთლიანი ეროვნული პროდუქტი (მეპ) საშუალოდ 3,5%-ით, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე 1.49%-ით იზრდებოდა. 1960 წლიდან ოთხ აღმოსავლურ აზიურ ვეფხვებს (კორეა, ტაივანი, სინგაპური და ჰონგ-კონგი) თუ განვიხილავთ, მათი მეპ საშუალოდ 7-8%-ით იზრდებოდა. 1947-1985 წლებში ინდოეთის წილი მსოფლიო ექსპორტში 2,2%-დან 0,45%-მდე შემცირდა. თუმცა, ინდოელი სოციალისტები ამას უყურებდნენ როგორც ინდოელი ხალხის თვითაქტუალიზებას და არა როგორც ვაჭრობაში უდიდეს დანაკარგს.

1981 წლიდან დაწყებულმა ლიბერალურმა რეფორმებმა თავისი დადებითი შედეგი გამოიღო. მეპ ერთ სულ მოსახლეზე 1981-1990 წლებში საშუალოდ 2,9%, 1990-2000 წლებში 4,2%, ხოლო 2001-2006 წლებში 6,8%-ით იზრდებოდა.

ზემოთხსენებულ კვლევაში ნაჩვენებია კორელაცია, თუ როგორ არის დაკავშირებული ბავშვთა სიკვდილიანობა ეკონომიკურ ზრდასთან. 1971 წელს 1000 ახალშობილიდან 132-ის გადარჩენა ვერ ხერხდებოდა. ეს მაჩვენებელი კი 53 ახალშობილამდე დაეცა 2008 წლისთვის. ახალშობილის სიკვიდილიანობის კოეფიციენტი (ასკ) რომ განვიხილოთ, ყოველ 1% ეკონომიკურ ზრდაზე, ასკ იკლებს 0,82 პუნქტით. თუ განვიხილავთ სცენარს, რომ ეკონომიკური რეფორმები დაწყებული ყოფილიყო 1971 წლიდან, მაშინ გადარჩენილ ახალშობილთა რაოდენობა 14,5 მილიონი იქნებოდა.

იგივე კვლევაში ნაჩვენებია დაშვება, რომ ყოველ 1% მეპ-ის ზრდა იწვევს წერა-კითხვის მცოდნე მოსახლეობის კოეფიციენტის 0,56 პუნქტით ზრდას. 1971 წლიდან დაწყებული რეფორმები შესაძლებელს გახდიდა 2007 წლისთვის მოსახლეობის 100%-ს სცოდნოდა წერა-კითხვა. ეს კი 261 მილიონით მეტ განათლებულ ადამიანს ნიშნავს. რეალური სურათი კი შემდეგი იყო: 1981-1991 წერა-კითხვის მცოდნეთა რაოდენობა 37%-დან 46%-მდე (9%-ით) გაიზარდა, 1991-2001 წლებში 52%-დან 65%-მდე (13%).

მესამე მნიშვნელოვანი მახასიათებელი ადრე დაწყებული რეფორმებისა კი იქნებოდა 109 მილიონი ადამიანით მეტი სიღარიბის ზღვარს ზემოთ. ინდოეთის ნაციონალური კვლევების ორგანიზავია გვთავაზობს ყოველ 5 წელიწადში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ადამიანთა პროცენტულ მაჩვენებელს მთლიან მოსახლეობასთან მიმართებაში. Cato Institute - ის კვლევის მიხედვით კი ყოველი დამატებით 1% ეკონომიკურ ზრდა ინდოეთში იწვევდა სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფ ადამიანთა 0,68%-ით შემცირებას. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლის მანძილზე ეს მაჩვენებელი მცირედით თუ შეიცვალა. შედარებით ადრე რომ დაწყებულიყო არჩეული კურსი, 1971 წლიდან, როდესაც ღარიბი მოქალაქეების რაოდენობა 309 მილიონი იყო, 2004 წლისთვის დავიდოდა 197 მილიონამდე, ხოლო 2008-ისთვის იგივე მაჩვენებელი 174 მილიონს გაუტოლდებოდა.

მე-20 საუკუნე ძალიან სისხლიანი იყო მრავალი ტირანის დამსახურებით. ინდოეთს ტირანია ნაკლებად შეეხო, აგრეთვე მაშნდელ სოციალისტურ მთავრობასაც კეთილი განზრახვები ჰქონდა, როდესაც ცდილობდა სიღარიბის შემცირებას და ქვეყნის განვითარებას, თუმცა ინდოეთმა დიდი ადამიანური და მატერიალური დანაკარგები იწვნია გრძელვადიანი სოციალისტური ექსპერიმენტების წყალობით. 14,5 მილიონი ახალშობილი, 261 მილიონი წერა-კითხვის უცოდინარი და 109 მილიონი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანი - ეს იყო არასწოტი პოლიტიკის შედეგი ქვეყანაში.


(c) ზვიად ხორგუაშვილი, 2011 წ.

10 comments:

  1. ივანე კოპაძეAugust 21, 2011 at 2:37 AM

    კარგია! მომენატრა ზიკო შენი სტატიები :)

    ReplyDelete
  2. Первый же год господства Ост-Индской компании в Бенгалии дал резкий скачок в росте земельных налогов: размер ежегодного земельного налога при туземном правительстве за предыдущие три года, кончая 1764/65 г., составлял в среднем 7 483 тыс. рупий, или 742 тыс. ф. ст., в первый же год английского господства размер налога возрос до 14 705 тыс. рупий, или 1 470 тыс. ф. ст., т.е. был увеличен почти вдвое. Непрерывный рост дают налоги и по другим провинциям; например в Агре в первый же год английского господства земельный налог был повышен на 15 %, на третий же год – на 25 % по сравнению с общим размером налога туземного правительства. Земельный налог в 1817 г. – последнем году государства Mahratta – составлял 80 лакх рупий. В 1818 г. – первом году британского управления – земельный налог возрос до 115 лакх рупий, а в 1823 г. уже составлял 150 лакх рупий, т.е. в течение 6 лет земельный налог возрос почти вдвое. За 11 лет (1879/80–1889/90) в Мадрасском президентстве было продано с аукциона в уплату земельного налога 1 900 тыс. акров земли, принадлежавшей 850 тыс. крестьянских хозяйств. Это означает, что 1/8 всего сельскохозяйственного населения президентства была лишена земельной собственности. Однако у крестьянства отбиралась не только земля, но и жилища, рабочий скот, нищенское имущество домашнего обихода, включая кровати, одежду, кухонные принадлежности»[18].

    პირველი ლიბერალური რეფორმები ინდოეთში :)

    ReplyDelete
  3. წარმომიდგენია რამდენი კაცი გადარჩებოდა 1750 იანი წლებიდან რომ არ დაწყებულიყო ლიბერალური რეფორმები :)

    ReplyDelete
  4. Англичане решили эту проблему строго «либерально» и в духе «свободы торговли»: захватили главный центр индийского текстильного производства – Бенгалию, разрушили ее, разграбили и сознательно разорили бенгальских текстильщиков. Причем «пионеры либерализма и свободного рынка» сочли нужным уничтожить конкурентов физически. Метод был тот же, что и в Ирландии: искусственно организованный голод. В 1769–1770 гг. в разграбленной англичанами Бенгалии разразился голод, который унес треть населения – 7 млн чел.[40], а по другим подсчетам – все 10 миллионов[41]. В 80-х – 90-х гг. XVIII в. трагедия в Бенгалии повторилась – и теперь от голода вымерла уже половина населения – 10 млн чел.[42]

    ReplyDelete
  5. ზვიად ხორგუაშვილიAugust 22, 2011 at 3:19 PM

    და ლიბერალური რეფორმებისა სად დაინახე შენ რაც დაწერე იმაში? :) ინგლისის ინტერვენცია რა შუაშია სუვერენული ქვეყნის მიერ გატარებულ რეფორმებთან ამ შემთხვევაში, როდესაც 200 წლის წინ იყო ოსტ-ინძეისკაია კამპანია და აქ საუბარი მეოცე საუკუნის ბოლოზე და 21-ეს დასაწყისზეა :) ისე იმპერიას და ინტერვენციონალიზმს ცნობისთვის ლიბერალიზმი კარგად არ უყურებს, ასე რომ კარგი რამ დაწერე გადასახადების ზრდა ცუდია. მადლობა :)

    ReplyDelete
  6. ზვიად ხორგუაშვილიAugust 22, 2011 at 3:23 PM

    კოლონიზაციის დროს რა საშინელებებიც მოხდა ლიბერალიზმს ნუ დავაბრალებთ და მოდი ცოტა დანაშაული გადარეულ იმპერიალისტებსაც დავაკისროთ ნიკუშ :)

    ReplyDelete
  7. ინგლისი ერთადერთი მომხრე იყო თავისუფალი ბაზრის მთელს ევროპაში და ერთადერთი სახელმწიფო რომელიც აწვებოდა ღია ბაზრების პოლიტიკას...
    აქ ლაპარაკია მარტივ რამეზე, რეალური თავისუფალი ბაზრის პოლიტიკა რას გულისხმობს და იდეალური რას, ინდოეთში სიღარიბესტან ბრძოლის ათობით სახელმწიფო პროგრამებია რომელთა მიზანია იმ პრობლემების მოგვარება რომელიც არსებობს ინდოეთში, აქ ჩნდება კითხვა თუ სახელმწიფო დახმარების პროგრამები ლიბერტარიანულია და სიღარიბესთან და ბავშთა სიკვდილიანობის პროგრამები რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს თავისუფალი ბაზრის ჰაიეკისეულ და სხვა მამებისეულ გაგებაში ჯდება მაშინ??? რატომ ვაკრიტიკებთ ამას სხვაგან, ისე თანამედროვე პირობებში მუშების მიერ ყველაფრის მარტვად აბა აღარავინ ითხოვს :)
    ისე მაგალითად ბავშთა სიკვდილიანობის პრობლემა იგივე, საშინლად არაეფექტური ეკონომიკის კუბაში მოგვარებულია ერთი უკვე 30 წელია და სიცოცხლის ხანგრძლივობით ამერიკის შეერთებულ შტაბებს ოდნავ აღემატება(გააჩნია ხან ჩამორჩება +0,2 წლით)

    ხოლო თუ მაგალითად ვენესუელაში წერა კითხვის არმცოდნეთა რაოდენობა 2000 იანი წლების დასაწყისში იყო 5 მილიონ ადამიანებამდე, 5 წელიწადში ეს ციფრი მთლიანად იქნეა ლიკვიდირებული...

    ასე რომ როდესაც რაიმეს მკვლელობაზე წერ ცოტა უფრო მეტი მაგალითია საჭირო ვიდრე კონკრეტულად ინდოეთი :) თორემ ყოველთვის შეიძლება ათობით მაგალითის მოყვანა "კაპიტალიზმი კლავს "... არასერიოზულია სხვა თუ არაფერი...

    ReplyDelete
  8. ზვიად ხორგუაშვილიAugust 24, 2011 at 3:59 AM

    ნიკუშ,
    ინგლისი კი ბატონო აწვებოდა თავისუფალ ბაზარს, მაგრამ ოსტ ინდოეთის კომპანია რა შუაშია ინდოეთში განხორციელებულ ლიბერალურ რეფორმებთან თუ 200 წლის წინ გადასახადები გაზარდა და შიმშილით ამოხოცა მოსახლეობის ნაწილი? ეგ ერთი სუბიექტი იყო, რომელიც ქვეყანა არ იყო.

    არსად მიწერია სახელმწიფო დახმარებების პროგრამები ლიბერტარიანული რომ არის. კუბაზე არ გეკამათები ახლა იდეალური ქვეყანაა, პირდაპირ სამოთხეა :) ერთი მაჩვენებელი კარგი თუ გაქვს არ ნიშნავს, რომ სისტემა კარგია. სტატიაში ხაზია გასმული ეკონომიკურ ზრდას და იმ სამ ფაქტორს შორის კორელაციაზე და მეტზე არაფერზე. თუ უარყობ, რომ კავშირი არსებობს ეგ შენი საქმეა, მაგრამ მგონი ცხადზე ცხადია ეკონომიკური ზრდა ცხოვრების დონის ზრდას რომ იწვევს, ხოლო მაღალი ეკონომიკური ზრდა თავისუფალი ბაზრის პირობებში მიიღწევა და არა რეგულაციებით და რედისტრიბუციით სავსე ქვეყანაში. კაპიტალიზმი კლავს - ში ვერ დაგეთანხმები, ოსტ ინდოეთის კომპანია კომპანიაა და არა სისტემა. სოციალიზმი კიდევ სისტემაა. ეგ კომპანია სხვა ქვეყანაში ვინმეს თუ მოკლავს ეს დანაშაულია ოღონდ კონკრეტული ადამიანების ჯგუფის, რომელიც უნდა დაისაჯოს, ხოლო სისტემა როდესაც კლავს (ფაშიზმს და სტალინიზმს არ ვგულისხმობ, საუბარი მაქვს ლიბერალიზმზე, სოციალ-დემოკრატიაზე და სხვა "უწყინარ" მოწყობებზე) დასჯა შეუძლებელი ხდება და არც უნდა დაისაჯოს რა თქმა უნდა მცდარი შეხედულებების გამო.

    ReplyDelete
  9. ზვიად ხორგუაშვილიAugust 24, 2011 at 6:30 AM

    თან მკვლელობას რაც შეეხება ეგ მე არ მეკუთვნის,მე მხოლოდ კვლევის შინაარსი დავწერე

    ReplyDelete