Tuesday, November 15, 2011

Welfare Sucks

შვედეთი ექსტრაორდინალურად მაღალი გადასახადების მქონე ქვეყანაა. საშუალო დასაქმებული ადამიანი არამხოლოდ იხდის თავისი შემოსავლის 30%-ს, არამედ დაახლოებით 30%-ს იხდის დამატებით ფარული გადასახადების სახით. მაღალი გადასახადების დამცველები ამბობენ, რომ ეს საჭიროა იმისთვის, რომ შენარჩუნებული იქნებს გულუხვი სოციალური კეთილდღეობის (welfare state) სისტემა. შესაძლოა ეს დებულება კარგად ჟღერდეს, თუმცა კარგი იქნება თუ შევხედავთ შვედეთის მაგალითს უფრო კარგად და გავაკეთებთ დაწვრილებით ანალიზს.

გადასახადის რაღაცა რაოდენობა რა თქმა უნდა საჭიროა იმისთვის, რომ სახელმწიფომ იარსებოს, თუმცა მაღალი გადასახადები არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს კეთილდღეობის სისტემის გამართულ და სრულყოფილ მუშაობას.

გადასახადები უარყოფით სტიმულს სტიმულს აძლევს სამუშაო ძალას და ხელს უწყობს გადასახადებისგან თავის არიდების მცდელბოების ზრდას. არსებობს ძლიერი მტკიცებულება იმისა, რომ შვედეთში ძალიან მაღალი საშემოსავლო და მოგების გადასახადები ამცირებს სამთავრობო შემოსავლებს. ამის გამო გარკვეული გადასახადები, მაგალითად სიმდიდრის გადასახადი (wealth tax) შემცირდა. შედეგი გადასახადების ხარჯზე გაზრდილი სამთავრობო შემოსავლებია.

როდესაც შვედური მუნიციპალიტეტები იღებენ გაზრდილ დაფინანსებას მთავრობისგან, ფული გამოიყენება იმისთვის, რომ გაიზარდოს ლოკალური ბიუროკრატია, და არა იმისთვის, რომ ეს ფული მოხმარდეს განათლებას ან ჯანდაცვას.
შვედეთში კეთილდღეობის პროგრამის დიდ ნაწილს მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფენ. შვედეთის ლოკალური მმართველობების და რეგიონების ასოციაციის კვლევამ აჩვენა, რომ მუნიციპალიტეტების დაფინანსება 1980 -2005 წლებში დრამატულად გაიზარდა, მაშინ როცა, კეთილდღეობის პროგრამის ხარისხი პირიქით შემცირდა იგივე პერიოდის განმავლობაში.

Welfare - ით უზრუნველყოფა არ პასუხობს საგადასახადო ხარჯებს. განვითარებულ ქვეყნებს შორის ხარისხის მიხედვით შვედეთი ათეულშიც ვერ ხვდება. მაშინ, როცა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანახარჯები მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში მას უჭირავს.

სამთავრობო შემოსავლის დიდი ნაწილი იხარჯება ადმინისტრაციულ ხარჯებში. იმის მიუხედავად, რომ მოსახლეობა 10 მილიონამდეა, შვედეთში ასზე მეტი სამთავრობო სტრუქტურაა. ისინი აფინანსებენ ისეთ რაღაცეებს, რაც კავშირში არაა კეთილდღეობის პროგრამასთან. მაგალითად ბოულინგის კლუბებს, საცურაო აუზებს, ბანაკებს და ა.შ.

მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს სამთავრობო დახმარებებით, ვიდრე საკუთარი სამუშაოდან გამომუშავებული თანხით. მალმოში, ზომით მესამე ქალაქში სამიდან ერთი ბავშვი ცხოვრობდა ისეთ ოჯახში, რომელიც ექცეოდა სოციალური უზრუნველყოფის ქვეშ. შვედეთს გააჩნია 105 ლოკალური დასახლება, სადაც მოსახლეობის სრული უმრავლესობა ცხოვრობს სამთავრობო დახმარებებზე და არ მუშაობს. ბევრია ემიგრანტებით დასახლებული სამეზობლო, უმრავლესობა განლაგებულია ქვეყნის ჩრდილოეთ მხარეს, სადაც ეკონომიკა სტაგნაციას განიცდის, ხოლო მოსახლეობაში რაოდენობის ბუმია. მოსახლეობაში, რომელიც არ მუშაობს და სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრობს.

ცნობილი შვედეთის კეთილდღეობის პროგრამა წარსულში დარჩა. 1950-იანებიდან მოყოლებული ბევრი ფიქრობდა, რომ ქვეყანამ წარმატებით მოახდინა კეთილდღეობის პროგრამების და მზარდი ეკონომიკის შეხამება. თუმცა, იმ დროს გადასახადები მთლიანი შიდა პროდუქტის 27%-ს წარმოადგენდა, დღეს კი 50%-მდეა. შვედეთის კეთილდღეობის პროგრამების „ოქროს ხანა“ არანაირად არ უკავშირდება მაღალ გადასახადებს.

ძალიან დიდი არაეფექტიანობიდან გამომდინარე, შვედეთის მთავრობა ბოლო წლებია მიმართავს გადასახადებისა და სამთავრობო ხარჯების შემცირებას. 1989 წლიდან 2009 წლამდე გადასახადები წილი მშპ-ში 57-დან 47 პროცენტამდე შემცირდა.



(c) ზვიად ხორგუაშვილი, 2011 წ.

2 comments:

  1. ივანე კოპაძეNovember 15, 2011 at 2:35 AM

    კარგია ზვიად! მომავალში უკეთესი იქნება თუ კიდევ უფრო დაწვრილებით კვლევას დადებ განხილული საკითხების შესახებ

    ReplyDelete
  2. ზვიად ხორგუაშვილიNovember 15, 2011 at 2:50 AM

    დრო არ მქონდა. 40 წუთიანი ფანჯარა მქონდა და გავერთე :დ

    ReplyDelete